ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში - ეს წალკაა

აღწერა
პროექტი ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილია. EU LEADER მიდგომის გამოყენებით პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებებიის მიღების, მოქალაქეთა გაძლიერებისა და გააქტიურების პროცესს. ამისთვის კი იქმნება და ძლიერდება ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (Local Action Group).
პროექტი წალკის მუნიციპალიტეტში მუშაობს და მუნიციპალიტეტს ეხმარება შემოსავლის მრავალფეროვანი წყაროების შექმნაში. ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მოქალაქეთა ჩართულობით შეიმუშავა წალკას ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და უკვე არაერთი გრანტი გასცა როგორც საზოგადოებრივი, ასევე ბიზნეს ინიციატივებისთვის. პროექტი მუშაობს ადგილობრივ ფერმერებთან, საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან და ტურისტული თუ სხვა სერვისების მიმწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ მთავრობებთან თუ სხვადასხვა სამოქალაქო და ახალგაზრდულ ჯგუფებთან.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით.
მოსალოდნელი შედეგები
- წალკის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) დაფუძნებულია თანაბარი გენდერული და ახალგაზრდული მონაწილეობით, წარმოადგენს მოწყვლად ჯგუფებს (ე.წ. მაღალმთიანი თემები, ეკომიგრანტები, ეთნიკური უმცირესობები და დევნილი მოსახლეობა) და მონაწილეობს სოფლის განვითარების პროცესში, მონაწილეობითი მიდგომისა და LEADER პრინციპების შესაბამისად.
- შექმნილია გენდერულ და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული სოფლის განვითარების სტრატეგია (RDS) და ითვალისწინებს დაუცველი ჯგუფების (ე.წ. მაღალმთიანი თემების, ეკომიგრანტების, ეთნიკური უმცირესობებისადა იძულებით გადაადგილებული პირების) სპეციფიკურ საჭიროებებს.
- წალკის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებით და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდით, შექმნილია დასაქმების და საარსებო შესაძლებლობები, გაუმჯობესებულია ცხოვრების ხარისხი განსაკუთრებით ღარიბი და მარგინალიზებული მოსახლეობისათვის.
- ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებით მოწყვლადი ოჯახების სოციოეკონომიკური ინტეგრაცია გაუმჯობესებულია. ქალები, ახალგაზრდები და ზემოხსენებული მოწყვლადი ჯგუფები გაძლიერებულია და ჩართულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტის დოკუმენტები
Beneficiaries
EU Funded Greenhouse farming “Modern Village”
Tsalka Local Action Group (LAG)
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
Tsalka Local Action Group (LAG)
To celebrate World Environment Day Tsalka LAG Announces video contest - It's time to act #ForNature
EuroBus in the Villages of Tsalka Municipality Disseminates Information About the First Grants Competition
1st Green Camp for Young Leaders and Innovators 2019
Rural Entrepreneurs from Keda and Tsalka Municipalities Joined the International Harvest Festival in Armenia
Local Action Group (LAG) was Officially Established in Tsalka Municipality
2019 Green Camp for Young Leaders and Innovators
EMBRACE Tsalka - Project Kick-off event in Tsalka Municipality
ვიდეოები
Video of an online professional training course on milk processing
Stories
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
ეკონომიკა და ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება
თემები:
სოფლის მეურნეობა, ბიზნესი, ადგილობრივი განვითარება
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
03.12.2018
დასრულების თარიღი:
02.12.2022
ვებსაიტი:
https://tsalkalag.ge/
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
402-466

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,