საინვესტიციო მხარდაჭერა ქუთაისის ჩამდინარე წყლების პროექტისთვის (KWWP)

აღწერა
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ხელი მოაწერა ახალ საგრანტო ხელშეკრულებას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური მხარდაჭერის ფონდის (EPTATF) შექმნასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია €3 მილიონ ევროს მიიღებს. ეს თანხა გამოყენებული იქნება სპეციალიზებული პროფესიონალური სერვისების დასაფინანსებლად, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას დაეხმარება ქუთაისის წყლის პროექტის განხორციელებაში.
2015 წელს, დაფინანსების კონტრაქტის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მილიონი ევრო გამოჰყო, რათა რეგიონული განვითარების სამინისტროს ქუთაისში ჩამდინარე წყლების მართვის პროექტის განხორციელება შეძლებოდა.
პროექტი საქართველოს წყლის სექტორის რეაბილიტაციის პროგრამის ნაწილია, რომელიც შედგება სხვადასხვა ინვესტიციებისგან და ითვალისწინებს ქუთაისის, ურეკის, ფოთისა და ზუგდიდის წყლის სისტემების გაუმჯობესებას.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
ჩამდინარე წყლების დამუშავების სისტემის გაუმჯობესება ქუთაისში
მოსალოდნელი შედეგები
- ტექნიკური მიმოხილვის ჩატარება
- პროექტის განმახორციელებელი გუნდისთვის მხარდაჭერისა და საინჟინრო სერვისების გაწევა
- საქართველოს მთავრობისთვის რჩევების გაწევა უფრო მცირე, მუნიციპალური წყლის გადამამუშვებელი საწარმოებისთვის საჯარო-კერძო პარტნიორობების შესაქმნელად
- დამატებითი წყლის მარაგის შექმნა, ჩამდინარე წყლების გადამუშავება და ამინდის ინვესტიცია ქუთაისისის ე.წ. „ავტოქარხნის“ დასახლებაში, რომელიც დაახლოებით 40,000 მოსახლეს მოიცავს (35%).
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
ქვესექტორი:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება
თემები:
ეკოლოგია
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
23.12.2016
დასრულების თარიღი:
23.06.2023
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
382-617

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,