აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობა

აღწერა

აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობა (E5P) არის 243 მილიონი ევროს მოცულობის სხვადასხვა დონორების და განმახორციელებელი სააგენტოს მიერ შექმნილი ფონდი, რომელიც ევროკავშირმა შვედეთის პრეზიდენტობის დროს 2009 წელს წამოიწყო, რათა ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტების ინვესტიციებს ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვით პროექტებში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ფონდმა, რომელიც თავდაპირველად უკრაინაში ახორციელებდა თავის საქმიანობას, 2014 წელს ოფიციალურად გააფართოვა თავისი საქმიანობა და სომხეთი, საქართველო და მოლდოვა მოიცვა, ხოლო 2017 წელს ამ ინიციატივას ბელორუსიაც, ხოლო 2019 წელს აზერბაიჯანი შეუერთდა.

E5P ფონდში ფინანსური წვლილი შეაქვს ევროკავშირს და 24 ქვეყნისგან შემდგარ ჯგუფს, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებიც ფონდიდან იღებენ მხარდაჭერას. ფონდში ყველაზე დიდი მოცულობის კონტრიბუცია ევროკავშირს შეაქვს, და იგი იმავდროულად ფონდის კონტრიბუტორების ასამბლეის - E5P–ის მთავარი მმართველი ორგანოს თავმჯდომარეს წარმოადგენს. EBRD მოქმედებს, როგორც E5P ფონდის მმართველი, და იგი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ მხარდაჭერას ყველა დაინტერესებული მხარის სახელით ფონდის მართვის მიზნით.

როგორ მუშაობს ფონდი

E5P საინვესტიციო გრანტების გარდა ფონდი მოიცავს მონაწილე განმახორციელებელი სააგენტოების მიერ გამოყოფილ სესხებს, რომლებიც საბაზრო ბარიერების აღმოფხვრასა და გარემოსდაცვითი პროექტების მხარდაჭერაზეა მიმართული, რომლებსაც განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გააჩნიათ, და ტრადიციულად ეს პროექტები მუნიციპალურ სექტორში ხორციელდება. განმახორციელებელი სააგენტოებია: ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW), ჩრდილოეთის გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაცია (NEFCO), ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი ( NIB) და მსოფლიო ბანკის ჯგუფი (WBG).

სექტორები, რომელთა დაფინანსებაა გათვალისწინებული

აქამდე ფონდი მუნიციპალურ სექტორზე ამახვილებდა ყურადღებას და მხარი დაუჭირა პროექტებს, რომლებიც მიმართული იყო ცენტრალურ გათბობაზე, მყარი ნარჩენების მართვაზე, წყლისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდაზე, შენობების ენერგოეფექტურობაზე (სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი სახლები), ქუჩების განათებაზე და ურბანულ ტრანსპორტზე. გარდა ამისა, პოტენციურად დასაშვებია ფონდის ფარგლებიდან ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორების პროექტების დაფინანსება, როგორიცაა განახლებადი ენერგიის წარმოება (ბიომასის ჩათვლით), სისტემების ურთიერთდაკავშირება და რესურსების ეფექტურობის უზრუნველყოფა საჯარო და კერძო სექტორის მომხმარებლებში.

ფონდი ორიენტირებულია ცხოვრების გაუმჯობესებაზე და სისტემურ ცვლილებებზე, და შესაბამისად, პრიორიტეტს ანიჭებს პროექტებს, რომლებიც ჩართულობის ხელშეწყობაზე მიმართული პოლიტიკის კომპონენტებს მოიცავენ. საპროექტო წინადადებებს ერთობლივად შეიმუშავებენ მიმღები ქვეყანა და განმახორციელებელი სააგენტოები, ქვეყნის კონკრეტული პრიორიტეტების გათვალისწინებით.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
თავისი ინვესტიციების საშუალებით, E5P მიზნად ისახავს მთელი რიგი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობას, მათ შორის, მდგრადი ქალაქები, სუფთა წყლით მომარაგება, სანიტარიული პირობების გაუმჯობესება, კლიმატის სფეროში ქმედებები და სხვა. E5P პროექტების შედეგად მიღწეული იქნება CO2-ის თითქმის 1 მილიონი ტონის ექვივალენტური ოდენობის შემცირება, და ასევე მრავალი სხვა სარგებელის მიღება ურბანული ჰაერის დაბინძურების შემცირების, ნარჩენების და ჩამდინარე წყლების შემცირების თვალსაზრი
მოსალოდნელი შედეგები
პროექტების მეშვეობით ფონდი შემდეგს ისახავს მიზნად:

- CO2– ის და სხვა მავნე სათბური გაზების ემისიების შემცირება.
- ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება.
- პოლიტიკის შესახებ დიალოგისა და მარეგულირებელი რეფორმების მხარდაჭერა.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს, პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
ქვესექტორი:
ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება
თემები:
ენერგეტიკა, ეკოლოგია
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.01.2011
დასრულების თარიღი:
30.12.2029
ვებსაიტი:
http://e5p.eu
სოციალური მედია:

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,