ცოდნაზე დამყარებული ევროპული ჟურნალისტიკის განვითარება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებზე

აღწერა
პროექტმა გააძლიერა ცოდნაზე დამყარებული ჟურნალისტიკა და საკომუნიკაციო/მედია-ცენტრების, შტატგარეშე ჟურნალისტების და მულტიპლიკატორების პოტენციალი ევროკავშირში და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებში (აღმოსავლეთი და სამხრეთი), სანდო. პროფესიული და მონაცემებზე დამყარებული რეპორტაჟების პროდუქციის მიზნით.

სასწავლო პროექტი განახორციელა პოლონეთში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯმა საგანმანათლებლო საქმიანობის საშუალებით.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
- ცოდნის გაღრმავება ევროკავშირის სამეზობლო რეგიონის და მისი ისტორიის, კულტურის და გარემოს, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკით განსაზღვრული ურთიერთობების და მედიის მდგომარეობის შესახებ.
- ჟურნალისტების მხარდაჭერა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ სიუჟეტებად გარდასაქმნელად სემინარების (მათ შრის სასწავლო ვიზიტების და საველე ტრენინგების) საშუალებით, რასაც მოჰყვა კონკრეტული მივლინებები ამა თუ იმ ქვეყანაში.
- ჟურნალისტების ქსელის შექმნა ექსპერტული ნოუ-ჰაუს ურთიერთგაზიარების მიზნით ევროკავშირის და ევროკავშირის სამეზობლოს ჟურნალისტებს და ექსპერტებს შორის.
მოსალოდნელი შედეგები
- ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ორი რეგიონის და ევროკავშირის მედია-ბაზრის ანალიზი.
- ციფრული კომპონენტი: ცოდნაზე დამყარებული, მოკლე ონლაინ კურსების ციკლის შექმნა, რომლებიც განიხილავს მედია-ბაზრის და ჟურნალისტიკის საკითხებს, მათ შორის რეგიონის შესწავლას ან ევროპული სამეზობლო პოლიტიკის შერჩეული რეგიონების ისტორიას, კულტურას და გარემოს. კურსები მოიცავდა რამდენიმე ე-სწავლების მოდულს და ის ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის.
- ნატოლინის ევროპული კოლეჯის სემინარები: პროექტის ფარგლებში განხორციელდა კურსები ხუთი ციკლის სახით. თითოეული ტრენინგის ხანგრძლიობა იყო ხუთი დღე და ის ორი ნაწილისგან შედგებოდა: ინტენსიური სემინარი პოლონეთში, რომლის შემდეგ ჩატარდა გასვლითი ტრენინგი (სასწავლო ვიზიტი/საველე ტრენინგი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ან ევროკავშირის ქვეყნებში).
- შემდგომი სამუშაო: კონკურსი, რომელიც სემინარების მონაწილეებმა საკუთარ ქვეყნებში ჩაატარეს სემინარების დამთავრების შემდეგ.
- შეიქმნა ჟურნალისტების ქსელი ექსპერტული ნოუ-ჰაუს ურთიერთგაზიარების მიზნით ევროკავშირის და ევროკავშირის სამეზობლოს ჟურნალისტებს და მედია-ბაზრის სხვა მონაწილეებს შორის (ონლაინ მედია-ფორუმი, დასკვნითი კონფერენცია, პროექტის შემდგომი პუბლიკაციები და ჟურნალისტიკის გზამკვლევი).
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
კომუნიკაცია და მედიის მხარდაჭერა
თემები:
მედია
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.01.2018
დასრულების თარიღი:
31.12.2019
ვებსაიტი:
https://e-jcn.eu

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,