გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში

აღწერა
პროექტის მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გაღრმავებაში, ასოციაციის ხელშეკრულებით და ასოციაციის დღის წესრიგით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად. პროექტი მოიცავს (i) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას, (ii) სამრეწველო დაბინძურების კონტროლს, (iii) ქვეყანაში იმ ტერიტორიების იდენტიფიცირება, სადაც ხდება ნიტრატებით მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად, (iv) კლიმატის ნეიტრალიტეტის მიღწევა მშენებლობსაა და სოფლის მეურნეობაში, (v) ტყის მდგრადი მართვის განვითარება, (vi) მდგრადი აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობა, (vii) გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და (viii) გარემოსდაცვითი ეკონომიკის შესაძლებლობების განვითარება.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის ძირითადი მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირში ინტეგრაციის გაღრმავებაში, ასოციაციის ხელშეკრულებით და ასოციაციის დღის წესრიგით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.
ეს პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი და კლიმატის დებულებების განხორციელების მხარდაჭერას, განსაკუთრებული აქცენტით შემდეგ ასპექტებზე:
• ჰაერისა და წყლის დაბინძურების შემცირება, რათა უკეთ იქნას დაცული გარემო და შემცირდეს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება.
• გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა ინსტიტუტების მხარდაჭერა, სატყეო მეურნეობის, აკვაკულტურის, კერძო სექტორის (მრეწველობა და სოფლის მეურნეობა) პროდუქტიულობის ამაღლებასა და გარემოს ჯანმრთელობას შორის უკონტროლო საქმიანობების კონტროლისთვის, სამართლებრივი ნორმების დაახლოების გზით, რაც გააუმჯობესებს რესურსების გამოყენებას და შეამცირებს გარემოზე გარე ზემოქმედებას, ასევე საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენისა და დანერგვის მხარდაჭერით;
• ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა, ქცევის ცვლილების ხელშეწყობა კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის სფეროებში. ასევე გარემოსდაცვითი სექტორის ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტი გამოყოფს სამ შედეგს, რომელთაგან თითოეული შემდეგნაირად იყოფა:

შედეგი მოიცავს: ჰაერისა და წყლის დაბინძურების შემცირების შედეგად ჯანმრთელობის, კლიმატის ცვლილების და გარემოს გაუმჯობესება.

შედეგი 1 - ჰაერის დაბინძურების შემცირების შედეგად მოსახლეობის ჯანმრთელობა უმჯობესდება (კომპონენტი 1)
შედეგი 2 - საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენების შედეგად, სამრეწველო წარმოებიდან ემისიები შემცირება (კომპონენტი 2)
შედეგი 3 - წყლის ობიექტების (წყალსაცავების) ნიტრატით დაბინძურების შემცირება, ზღვრული ნიშნულების ქვემოთ (კომპონენტი 3)

შედეგი მოიცავს: იქმნება და ძლიერდება ურთიერთთანამშრომლობა პროდუქტიულობასა და გარემოს დაცვას შორის

შედეგი 4 – სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში NDC განხორციელების მხარდასაჭერად, შემუშავდა კონცეფცია, დეტალური პოლიტიკა და ნაბიჯები კლიმატის ნეიტრალიტეტის მისაღწევად (კომპონენტი 4)
შედეგი 5 - განხორციელდა ტყის მდგრადი მართვა, ზურმუხტის ქსელში წიფლის ჰაბიტატებზე ფოკუსირებით (კომპონენტი 5)
შედეგი 6 - მომზადდა სახელმძღვანელო დოკუმენტი მდგრადი აკვაკულტურის მხარდაჭერის შესახებ (კომპონენტი 6)

შედეგი მოიცავს: ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა, ქცევის ცვლილების ხელშეწყობა კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის სფეროებში. ასევე გარემოსდაცვითი სექტორის ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება.

შედეგი 7 - მოსახლეობა უფრო მეტად არის ინფორმირებული კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვის აუცილებლობაზე, მზად არის აქტიური როლი ითამაშოს ამ პროცესში (კომპონენტი 7)
შედეგი 8 - ყველა სექტორში, გარემოსდაცვითი ეკონომიკის შესაძლებლობების გაძლიერება (კომპონენტი 8)
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
საჯარო ადმინისტრაციის რეფორმა
თემები:
ეკოლოგია
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
06.06.2022
დასრულების თარიღი:
05.06.2024
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
433064

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,