გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა

აღწერა
პროექტი “ოჯახში და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა” ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT“ -ისა და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების „საფარი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „ქალთა ფონდი საქართველო, მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ და “არტარეა” პარტნიორობით.
პროექტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლი ქალი და გოგო, მათ შორის:
• ლბტ თემის წარმომადგენლები;
• ეთნიკური უმცირესობები;
• სექსმუშაკები;
• პრობაციონერები;
• სოფლად მცხოვრები ქალები და გოგონები;

პროექტი მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისკენ და გულისხმობს პროექტში გაერთიანებული ექვსი ორგანიზაციის ჩართულობას მიკრო, მეზო და მაკრო დონეზე. მაკრო დონეზე, აქტივობები მიმართულია საქართველოს კანონმდებლობის დახვეწასა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ. მეზო დონე მიმართულია ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის პრევენციაზე; მიკრო დონე კი უზღუნველყოფს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის სერვისის მიწოდებასა და მათ გაძლიერებას თბილისში, იმერეთში, ქვემო და შიდა ქართლში.
პროექტი ითვალისწინებს საგრანტო კორკურსის ფარგლებში ოჯახში და გენდერული ძალადობის საკითხებზე მომუშავე რეგიონალური სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
ოჯახში და გენდერული ძალადობის შემთხვევების შემცირება საქართველოში, კერძოდ: საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკის დოკუმენტების ცვლილებების ინიცირება გენდერულ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით; ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია; სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ძალადობის აღმოფხვრა გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგოებისთვის;
მოსალოდნელი შედეგები
საქართველოს კანონმდებლობის დახვეწა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; სამართალდამცავი ორგანოზების გაძლიერება და მათი ანგარიშგების გაზრდა სექსუალური და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შემთხვევებზე.
სტრატეგიული სამართალწარმოება ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევებზე - მიზნად ისახავს სამართალდამცავი ორგანოების გაუმჯობესებული პრაქტიკას ქალების ძალადობისგან დაცვისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით.
მუნიციპალიტეტების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება;
ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელება; საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია მოიცავს, როგორც ონლაინ კონტენტის გავრცელებას, ისე საგანმანათლებლო და საკონსულტაციო შეხვედრებს თემში ქალებთან და გოგოებთან;

პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
ვიდეოები
Safe You App-advertisement vertical
Safe You App-advertisement horizontal
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება
თემები:
ქალები, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, განათლება, COVID-19, ჯანმრთელობა, ქალები, უნარები, ქალები
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.01.2022
დასრულების თარიღი:
31.12.2024
ვებსაიტი:
http://gcrt.ge/en/
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
171-780

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,