ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში

აღწერა
პროექტის „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ მთავარი მიზანია სამართალდამცავი სტრუქტურების საოპერაციო თანამშრომლობის გაუმჯობესება აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებში. პროექტის ამოცანაა გააუმჯობესოს პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ევროპის დანაშაულის საფრთხის საწინაღმდეგო მულტიდისციპლინური პლატფორმის ერთობლივ ოპერაციებში და საქმიანობაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან საოპერაციო თანამშრომლობის შემდგომი განვითარება - ეს არის ევროკავშირის პოლიტიკური ციკლის საოპერაციო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე დამატებული ღირებულება; ის აუმჯობესებს მოქალაქეთა უსაფრთხოებას როგორც ევროკავშირში, ისე მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისობაში მოსვლა ევროკავშირის პოლიტიკურ ციკლთან შექმნის შესაძლებლობებს, რომლებიც დაეხმარება ექსპერტული ცოდნის ურთიერთგაზიარებას და კოორდინაციას დანაშაულის ყველა სათანადო დონეზე.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
- პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციური ცოდნის და პოტენციალის გაუმჯობესება ევროკავშირის პოლიტიკური ციკლის დამნაშავეობის პრიორიტეტულ სფეროებში; ევროპის დანაშაულის საფრთხის საწინაღმდეგო მულტიდისციპლინურ პლატფორმასთან (EMPACT) კოორდინაციის გაუმჯობესება.
- აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სადაზვერვო პოტენციალის გაუმჯობესება.
- ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან, მათ შორის - ევროპის დანაშაულის საფრთხის საწინაღმდეგო მულტიდიმედია პლატფორმასთან.
მოსალოდნელი შედეგები
- ევროპის დანაშაულის საფრთხის საწინაღმდეგო მულტიდისციპლინური პლატფორმის (EMPACT) დამნაშავეობის პრიორიტეტული სფეროების გაძლიერება და მასთან თანამშრომლობის გაუმჯობესება.
- პოტენციალის გაძლიერება სადაზვერვო ინფორმაციის გასაცვლელად აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ყველა ქვეყანაში.
- ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან, მათ შორის - ევროპის დანაშაულის საფრთხის საწინაღმდეგო მულტიდიმედია პლატფორმასთან.

პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება და კონფლიქტებზე რეაგირება
თემები:
უსაფრთხოება
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.07.2020
დასრულების თარიღი:
30.06.2024
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
416- 376

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,