სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში

აღწერა
პროექტის, სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში, ძირითადი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება შეზღუდული შესაძლების მქონე პირებისთვის მართმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის აღმოფხრისთვის მიზნით, იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირების მეშვეობით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება შშმ ქალებსა და ეთნიკურ უმცირესობებზე.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ადვოკატირების ჯგუფები იურისტების, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და უფლებადამცველების შემადგენლობით. ისინი განახორციელებენ ველზე, გამოავლენენ და შეისწავლიან მრავალმხრივი ნიშნით, ანუ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკურობის და გენდერული ნიშნით წარმოშობილ დისკრიმინაციის ფაქტებს, მოიძიებენ საქმის გარშემო მტკიცებულებებს, მოამზადებენ სარჩელს და უზრუნველყოფენ სასამართლოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობას.

აღნიშნული ჯგუფები ასევე ყველა მსურველს გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციას და სხვადასხვა სახის დახმარებას, როგორიცაა შუამდგომლობა, განცხადების დაწერა, მიმართვების შედგენა და ა.შ. სამართლებრივი ჯგუფები იმუშავებენ თბილისში, აჭარასა და კახეთში მცხოვრებ ყველაზე მეტად მარგინალიზებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და რეგულარული იურიდიული კლინიკების განხორციელებით, ხელს შეუწყობენ როგორც კონკრეტული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვას, ისე ამ მიმართულების სტრატეგიული და პრეცედენტული საქმეებით გამდიდრებას.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების ხელშეწყობის მიზნით.
მოსალოდნელი შედეგები
-ეფექტური ადვოკატირებისა და იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფის გზით, სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილი კვალიფიკაცია მართლმსაჯულებაზე უკეთესი წვდომისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) დისკრიმინაციის შემთხვევების გადაწყვეტის მიზნით.
-ცნობიერების ამაღლების, სტრატეგიული სამართალწარმოებისა და იურისტთა, მოსამართლეთა, ადვოკატთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონდა პირთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) მიერ მართლმსაჯულებაზე გაზრდილი წვდომა.
-პროექტის რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაზრდილი კვალიფიკაცია და შესაძლებლობები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) გაძლიერებასა და მათი უფლებების ეფექტურ ადვოკატირებას.
-საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა.
პროექტის რუკა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს, პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
სამოქალაქო საზოგადოება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის უფლებები
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.02.2021
დასრულების თარიღი:
31.01.2023
ვებსაიტი:
http://www.disability.ge/
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/Dpo.Ctu
https://www.facebook.com/cilkdc
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
421-489

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,