ევროკავშირის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივა

აღწერა
ევროკავშირის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივა მიზნად ისახავს კვალიფიციური რეგიონული კადრების მობილიზებას, რომლებიც განახორციელებენ გადამდები დაავადებებით გამოწვეული პრობლემების პრევენციას და კონტროლს, და გააძლიერებენ რეგიონულ თანამშრომლობას საზღვრისპირა ჯანმრთელობის საფრხეების დასაძლევად.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
ინიციატივის ზოგადი მიზანია ჯანმრთელობის უსაფრთხოების მხარდაჭერა ევროკავშირის სამეზობლოს რეგიონის მოქალაქეების დასაცავად გადამდები დაავადებებით გამოწვეული ტრანსსასაზღვრო ჯანმრთელობის საფრთხეებისგან.

კონკრეტული ამოცანები:
- პარტნიორი ქვეყნების კვალიფიკაციის და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების მიზნით.
- სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მხარდაჭერა ჯანმრთელობის საფრთხეების საკითხებზე ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარების საშუალებით.
მოსალოდნელი შედეგები
- ხმელთაშუა და შავი ზღვების ინტერვენციული ეპიდემიოლოგიის ტრენინგის პროგრამის (MEDIPIET), როგორც საველე ეპიდემიოლოგიის ტრენინგის პროგრამის (FETP) გაგრძელება და შემდგომი განვითარება.
- ქვეყნების სისტემების და პოტენციალის გაძლიერება გადამდები დაავადებებით გამოწვეული საფრთხეების ეფექტური შეფასების, გამოვლინების, პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით.
- პარტნიორი ქვეყნების ეტაპობრივი ინტეგრაცია ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის მუშაობაში.
- რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება მზადყოფნის, რეაგირების და გადაუდებელი ოპერაციების სფეროში.

საქმიანობა ორგანიზებულია სხვადასხვა სამუშაო პაკეტის ფარგლებში.

შრომითი რესურსების პოტენციალის შექმნა:
- ტრენინგის რესურსების და საჭიროებების ანალიზი.
- პროფეიონალთა ორი თანამიმდევრული კოჰორტის ტრენინგი ეპიდემიოლოგიური პოტენციალის მხარდასაჭერად ქვეყნებში.
- ხმელთაშუა და შავი ზღვების ინტერვენციული ეპიდემიოლოგიის ტრენინგის პროგრამის (MEDIPIET) ქსელის გაძლიერება საქმიანი მონაწილეობის და ტრენინგის ხარისხის მხარდაჭერით;
- MEDIPIET-ის ტრენინგის მოდულების ციფრულ ფორმატში გადაყვანა ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის (ECDC) არსებული ონლაინ პლატფორმების გამოყენებით.
- სწავლების უწყვეტობის უზრუნველყოფა კასკადური ტრენინგების საშუალებით პარტნიორ ქვეყნებში.

ეპიდემიოლოგიის საინფორმაციო სამსახური, რისკის შეფასება, მზადყოფნა და რეაგირება:
- პარტნიორი ქვეყნების პოტენციალის შეფასება ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის პროცედურების და მეთოდოლოგიის საფუძველზე.
- ეპიდემიოლოგიური საინფორმაციო სამსახურების გაძლიერება პარტნიორ ქვეყნებში.
- პარტნიორი ქვეყნების ექსპერტების მომზადება რისკის კომპლექსური შეფასების ჩასატარებლად.
- გაუმჯობესებული მზადყოფნა და თანამიმდევრულობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მდგომარეობებზე რეაგირების მიზნით.

ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის სისტემებში, ცოდნის გაზიარებისა და ქსელურ საქმიანობაში ინტეგრაცია:

- პარტნიორი ქვეყნების ინტეგრაცია ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის სისტემებთან და საშუალებებთან.
- დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის ყოველწლიურ შეხვედრებზე, რომლებსაც ესწრებიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფუნქციების მქონე ეროვნული საკოორდინაციო ცენტრები.
- ცოდნის გავრცელება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს, პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
ჯანმრთელობა, საზღვრისპირა თანამშრომლობა და საზღვრის მართვა
თემები:
ჯანმრთელობა, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.01.2020
დასრულების თარიღი:
31.12.2024
სოციალური მედია:

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,