ღონისძიებების გაძლიერება ეკონომიკური დანაშაულის პრევენციის და მასთან ბრძოლის მიზნით

აღწერა
ევროკავშირის და ევროპის საბჭოს რეგიონული პროექტი, რომლის მიზანია შემდეგ პრობლემებთან ბრძოლა: კორუფცია, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება ფართო რეგიონული პერსპექტივიდან; გარდა ამისა, პროექტი გადაჭრის პრობლემებს იმ სექტორებში/საკითებში, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის 2020 წლისთვის მისაღწევ შედეგებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. პროექტის მიზანია გადაჭრას სპეციალიზებული უწყებების დამოუკიდებლობის და სისტემის და მექანიზმების ეფექტიანობის საკითხები, რაც აუცილებელია კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის და დაძლევის მიზნით ყველა სექტორში.

რეგიონული მიდგომა უზრუნველყოფს შემდეგს: ქვეყნები მიაღწევენ ეფექტიანობის ერთგვარ დონეს და მოხდება საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფორმალური მოთხოვნების ხარისხის გაუმჯობესებას საერთაშორისო თანამშრომლობისათვის სისხლის სამართლის საკითხებში. რეგიონული პროექტი უზრუნველყოფს პლატფორმის არსებობას, რომელიც გააუმჯობესებს თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ეკონომიკური დანაშაულების გამოძიების საკითხებში; პლატფორმა ასევე წარმოადგენს სპეციალისტების ქსელს საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად მონაწილე ქვეყნებს შორის.

ევროპის საბჭოსგან დახმარების მიღების გარდა, ქვეყნები აითვისებენ სხვა ქვეყნების სათანადო გამოცდილებას, მიღებულს კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა/ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლით და მონიტორინგის და შეფასების ციკლების დროს მიღებული პრაქტიკიდან.

ამ პროექტს აფინანსებენ ევროკავშირი და ევროპის საბჭო, ხოლო მას ევროკომისია ახორციელებს ინიციატივასთან „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის II“ (2019-2022) თანამშრომლობით.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის ზოგადი მიზანია გააძლიეროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის და მისი პრევენციის პოტენციალი. პროექტი ძირითადად მიმართულია იმ სფეროებზე, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის საერთო გამოწვევებს წარმოადგენს; ისინი ხელს შეუწყობს ახალი ინსტრუმენტების და მექანიზმების დანერგვას, რომლებიც კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების პრობლემების ეფექტურად გადაჭრისათვის გამოიყენება. ეს მიზნები განხორციელდება ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში „20 შედეგი 2020 წლისთვის“.

პროექტის კონკრეტული ამოცანებია:
- კორუფციის საწინააღმდეგო ეფექტური ღონისძიებები.
- ინსტიტუციური და საკანონმდებლო პოტენციალის გაძლიერება კორუფციასთან საბრძოლველად.
- ეფექტური ღონისძიებები ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღმოჩენისა და პრევენციისთვის.
- გაუმჯობესებული თანამშრომლობა (ქვეყნებს შორის) და მარეგულირებელი ჩარჩო დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების გამოვლინების და კონფისკაციის საკითხებზე.
მოსალოდნელი შედეგები
– ეფექტური მექანიზმები და ჩარჩოები აქტივების დეკლარირებისთვის.
– გაძლიერებული კონტროლის მექანიზმები ინტერესთა კონფლიქტების შესახებ და პოლიტიკური დაფინანსების გაუმჯობესება ზედამხედველობის რეჟიმებისთვის.
– სპეციალიზებული ანტიკორუფციული უწყებების და სტრუქტურების დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაუმჯობესება.
- სპეციალიზებული ანტიკორუფციული უწყებების საოპერაციო ეფექტიანობის და ადამიანური რესურსების პოტენციალის გაუმჯობესება.
- ფინანსური გამოძიების ჩარჩოების და საოპერაციო საშუალებების გაუმჯობესება და ფინანსური დაზვერვის ერთეულების პოტენციალის გაძლიერება..
- გაუმჯობესებული სარეგულაციო ჩარჩო და/ან საოპერაციო რეჟიმები ბენეფიციარული მფლობელობით.
- იურიდიული ჩარჩოების წარმოდგენა ბენეფიციარული მფლობელობის რეესტრებისთვის.
- სარეგულაციო და ინსტიტუციური ჩარჩოს გადახედვა, რთა მოხდეს დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების კონფისკაცია, მართვა და განკარგვა.
- გაუმჯობესებული საერთაშორისო (ტრანსსასაზღვრო) თანამშრომლობა აქტივების აღსადგენად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
უსაფრთხოება და კონფლიქტებზე რეაგირება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
თემები:
ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.01.2019
დასრულების თარიღი:
28.02.2023
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
399-648

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,