EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის

აღწერა
პროექტის "საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის" მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. წარმოდგენილი პროექტი შექმნის ხელსაყრელ პირობებს სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციებისთვის საქართველოსა და სომხეთში და ხელს შეუწყობს საზღვრისპირა თემებში მცხოვრები შესაძლებლობებს მოკლებული ახალგაზრდების პოტენციალის განვითარებას მნიშვნელოვანი სოციალური და გარემოსდაცვითი სარგებლის მოტანის მიზნით.

აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ახალგაზრდების მხარდამჭერი ფართო ინიციატივის და EU4Youth პროგრამის ნაწილია.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება სოციალური მეწარმეობის სფეროში სოციალური ერთობის, დასაქმების, ინკლუზიურობის ხელშეწყობისა და უთანასწორობის შემცირების მიზნით. პროექტის კონკრეტული მიზანია საქართველოსა და სომხეთში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა შესაძლებლობების გაძლიერების, სუბ-ეროვნულ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის წახალისებისა და სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების, როგორც სოციალური ტრანსფორმაციის საშუალებებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემების, შექმნის გზით.
მოსალოდნელი შედეგები
SEED პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება დაინტერესებული მხარეების პლატფორმა სუბ-ეროვნული, ეროვნული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მიზნით, ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის საქმიანობის გასააქტიურებლად და პოლიტური დიალოგის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, SEED შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და მასალებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მწვანე ინოვაციებსა და მდგრად განვითარებას, რათა განვითარდეს სოფლად მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდების უნარები საქართველოსა და სომხეთის სამიზნე რეგიონებში.
ამის გარდა, პროგრამის მიზანია მინიმუმ 20 ახალი პროექტის მხარდაჭერა სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების მიმართულებით, რომელიც განხორციელდება სამიზნე რეგიონებში.
პროექტის დოკუმენტები
Beneficiaries
Social Enterprise "ALONI"
Social Enterprise MENDE
Social Enterprise Leader - WWW (Waste Without Waste - ნარჩენი, ნარჩენის გარეშე)
Three friends in Georgia had a dream business idea: EU4Youth helped them make it come true
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
EU-Supported Social Innovation Grant Competition Award Ceremony
EU4Youth Event In Georgia To Foster Youth Dialogue And Discuss New Opportunities To Strengthen Youth Employment
ვიდეოები
Regional Green Camp Video_ENG/GEO
Stories
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
ახალგაზრდობა (მეწარმეობა და უნარების განვითარება), სამოქალაქო საზოგადოება
თემები:
ახალგაზრდობა, სამოქალაქო საზოგადოება, დასაქმება
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, საქართველოს
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
19.12.2019
დასრულების თარიღი:
19.04.2023
ვებსაიტი:
www.cenn.org
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
412-395

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,