EU4Energy - მონაცემები, პოლიტიკა და ვებ-პორტალი

აღწერა
პროექტის მიზანი იყო ენერგეტიკის სფეროს მონაცემების და სტატისტიკის გაუმჯობესება, რაც უმნიშვნელოვანესია სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანასთან და ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანასთან მუშაობით, EU4ENERGY მონაცემების პროექტმა ხელი შეუწყო სტატისტიკის სააგენტოებს ამ რეგიონებში ენერგეტიკის სფეროს სტატისტიკის და მონაცემთა მართვის გაუმჯობესებაში, და გაავრცელეს მათ გამოყენება ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
- ენერგეტიკულ მონაცემთა პოტენციალის გაუმჯობესება.
- მონაცემთა შეკრების და მონიტორინგის გაუმჯობესება.
- ენერგეტიკის ფაქტებზე დამყარებული, გაუმჯობესებული პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა.
- საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოების და ენერგეტიკის ძირითადი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ტექნიკური დახმარება.
მოსალოდნელი შედეგები
- EU4ENERGY მონაცემები: ენერგეტიკის მონაცემთა მართვის გაუმჯობესება და მათი გამოყენება პოლიტიკის შემუშავებაში.
- EU4ENERGY პოლიტიკა: ენერგეტიკის სფეროში პოლიტიკური დიალოგის და ცოდნის გაზიარების მხარდაჭერა მრავალ სხვადასხვა საკითხზე, რომლებიც უკავშირდება ენერგოუსაფრთხოებას, მდგრად განვითარებას და ბაზრებს.
- EU4ENERGY ვებ-პორტალი: ინტერაქტიული ვებ-პორტალის ჰოსტინგი, რომელიც იქნება ინფორმაციის გლობალური ჰაბი ბენეფიციარი ქვეყნებისთვის შემდეგ საკითხებზე: ენერგეტიკის სფეროს მონაცემები, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა, პოლიტიკის განვითარება და საინვესტიციო პროექტები.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
ქვესექტორი:
ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა
თემები:
ენერგეტიკა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.01.2016
დასრულების თარიღი:
31.12.2020
ვებსაიტი:
https://www.eu4energy.iea.org/
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
364-835

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,