Post Flag: Not featured EN

საქართველოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

არასამთავრობო ორგანიზაციამ, World Vision-საქართველო, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, SKYENet, ფარგლებში სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოაცხადა. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-35 წლის ახალგაზრდებს შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან: დუშეთი, ხობი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ახალციხე, ადიგენი, ახმეტა, თელავი, ზესტაფონი და ბაღდათი.  პროექტის მიზანია შერჩეული ახალგაზრდების ტრენინგი სოციალურ მეწარმეობაში და ისეთი პერსპექტიული ბიზნესინიციატივების დაფინანსება, რომლებსაც ადგილობრივ თემებში დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. SKYE...

Continue reading

ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში

ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“, რომელიც 9 ივნისს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარდა. „ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ე.წ. ,საპარლამენტო არჩევნები’ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში“, — წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი, პიტერ სტანო X-ზე (ყოფილი Twitter). მან დასძინა, რომ ევროკავშირი „კვლავაც მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად“. საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რუსეთმა...

Continue reading

ხეების დარგვა და წყლის ხარისხის შემოწმება: EUMM გარემოს მსოფლიო დღეს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს

5 ივნისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) საქართველოში გარემოს მსოფლიო დღე თავის სამ რეგიონულ ოფისში გასვლითი ღონისძიებების ორგანიზებით აღნიშნა. მისიის დამკვირვებლები სოფლის თემების განვითარების სააგენტოს (RCDA) ექსპერტებთან ერთად ფრეზეთის დევნილთა კოლექტიური ცენტრის მახლობლად მდებარე სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებთან ისეთი ინტერაქტიური სესიები ჩაატარეს, როგორიც სასმელი წყლის ხარისხის შემოწმებაა. მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს გარემოს თემაზე ჩატარებულ სამხატვრო კონკურსში, რომლის გამარჯვებულებმაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან სპეციალური საჩუქრები მიიღეს.  ამას...

Continue reading

ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო: პროექტი საქართველოდან გამარჯვებულთა შორისაა

30 მაისს ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ შემოქმედებითი ევროპის პროგრამისა და ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებულები გამოაცხადეს. წელს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო 18 ქვეყნის 26 წარმომადგენელს გადაეცა. გამარჯვებულთა შორის ქართული პროექტიც მოხვდა.  ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო ევროკომისიამ 2002 წელს დააარსა და მას მერე კონკურსს ევროპა ნოსტრა მართავს. კონკურსი ავლენს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა...

Continue reading

EU4Environment საქართველოს მუნიციპალიტეტებში ტყის მდგრადი მართვის მხარდასაჭერად კონსულტანტთა გუნდს ეძებს

მსოფლიო ბანკი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, EU4Environment-ის ფარგლებში ეძებს  ანალიტიკურ და საკონსულტაციო მხარდაჭერას საქართველოს მუნიციპალიტეტებში ტყეების მდგრადი მართვის ხელშესაწყობად. ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გამოავლინოს ტყის ტერიტორიები სახელმწიფო ტყეების მიღმა, შეაფასოს ისინი დადგენილი პარამეტრების მიხედვით და მოამზადოს დოკუმენტაცია მუნიციპალური ტყის სტატუსის მისაღებად. სამინისტრო ასევე მიიღებს რეკომენდაციებსა და ტრენინგს ტყის მართვის მოდელის მუნიციპალურ დონეზე დასანერგად და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის...

Continue reading

EU4Youth ახალგაზრდულ ორგანიზაციებს დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „EU4Youth: ახალგაზრდობის ჩართულობა და გაძლიერება“, საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. მცირე საგრანტო სქემის მიზანი ახალგაზრდული საქმიანობის ხარისხისა და გავლენის გაძლიერებაა. ახალგაზრდულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ევალებათ, წარადგინონ ინოვაციური ზომები და პრაქტიკები, რომლებიც განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების გააქტიურებას უწყობს ხელს, რომლებიც ცენტრებიდან მოშორებულ და ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში ცხოვრობენ. საქართველოდან წარდგენილი საპროექტო...

Continue reading

ევროპის სოლიდარობის კორპუსი ესტონეთში მდებარე საბავშვო ბაღში მოხალისედ მუშაობის მსურველებს იწვევს

ესტონეთის დედაქალაქ ტალინის ნიუმეს რაიონში მდებარე საბავშვო ბაღი Lauliku 2024 წლის 26 აგვისტოდან 2025 წლის 30 ივნისამდე პერიოდში მოხალისეებს იწვევს. მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეებს.  საბავშვო ბაღი 2-7 წლის ბავშვებს მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის ადრეულ განათლებას სთავაზობს, რაშიც შედის ღია ცის ქვეშ სწავლება, რობოტიკა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა.  მოხალისეები უფასოდ იცხოვრებენ სრულად აღჭურვილ და საბავშვო ბაღთან ახლოს მდებარე საზიარო ბინაში ან საერთო საცხოვრებელში. ისინი ყოველ თვე მიიღებენ ჯიბისა და საკვების...

Continue reading

ევროკავშირი გმობს „დაშინებას, მუქარასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას“ პროტესტის მონაწილეების მიმართ საქართველოში

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის პროტესტის უფლება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ 13 მაისს პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს არ გამოჰპარვია „სასტიკი ქმედებები“ ღამით და ის „მკაცრად გმობს დაშინების აქტებს, მუქარასა და ფიზიკურ თავდასხმებს მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ“. „ჩვენ ხელისუფლებას სათანადო გამოძიებისკენ მოვუწოდებთ… და ჩვენ მოველით, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების...

Continue reading

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) მიგრაციის საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს რიგით მე-11 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში იწვევს. სკოლა 2024 წლის 7 ივლისიდან 13 ივლისამდე პერიოდში საქართველოში გაიმართება. ინიციატივა ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების, „მიგრაციის განვითარების ზემოქმედების გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG 2) და „მობილობის სფეროში პარტნიორობის რეალიზების მხარდაჭერა აზერბაიჯანში“ (MOBILAZE 2) ფარგლებში, „პრაღის პროცესთან“ ერთად. ერთკვირიანი ინტენსიური პროგრამის მიზანია, კვლევაზე ორიენტირებული...

Continue reading

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,