EU NEIGHBOURS EAST პროგრამამ და FOTOFESTIWAL-მა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ფოტოკონკურსში მიიწვია პროფესიონალი ფოტოგრაფები აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. „ოჯახური კავშირების“ თემაზე გამოცხადებული ეს კონკურსი 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში მიმდინარეობდა.

საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც სფეროს ხუთი წამყვანი სპეციალისტისგან შედგებოდა, 400-ზე მეტ მონაწილეს შორის თითოეული ქვეყნიდან სამი ფინალისტი ფოტოგრაფი შეარჩია. ექვსი გამარჯვებული მარტის ბოლოს თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდა. თითოეულ მათგანს 1000 ევროს ოდენობის პრიზი გადაეცა.

ჩაუყევით გვერდს, რათა ნახოთ ფინალისტი და გამარჯვებული ფოტოგრაფები და მათ მიერ წარდგენილი პროექტების ბმულები. პროექტთა ეს გვერდები ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

სომხეთი

მანე ჰოვჰანისიანი

ფაბულა

ჰრანტ ხაჩატრიანი

ახლად შობილი

ნაზიკ არმენაკიანი - გამარჯვებული

ჩემი ომი (ფრაგმენტული გამოცდილება)

ბელარუსი

ტაციანა ტკაჩოვა

დედასამშობლო

ვერანიკა მალიაუკა

მოგონებები სახლზე

პაშა კრიტჩკო - გამარჯვებული

ბელარუსული კავშირები

საქართველო

ნათელა გრიგალაშვილი - გამარჯვებული

ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები

ეკატერინე კოლესნიკოვა

დილა ზედმეტად სწრაფად მოდის

მოლდოვის რესპუბლიკა

მარია გუცუ

სამშობლო

რამინ მაზური

მარცხენა სანაპირო

კატერინა შოშევა - გამარჯვებული

SEM'YA

უკრაინა

არტემ ჰუმილევსკი

ფესვები

ოლენა მოროზოვა

ბებო

მარისია მიანოვსკა - გამარჯვებული

ო, ძმაო, სად ხარ?

რატომ „ოჯახური კავშირები“?

კონკურსი ეძებდა ფოტოსერიებს, რომლებიც თემის, „ოჯახური კავშირები“, შემოქმედებით, სოციალურ და, უპირველეს ყოვლისა, პირად ინტერპრეტაციებს ასახავდა. როგორ გვაკავშირებს ჩვენი ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, მომავლისადმი დამოკიდებულებებთან? რომელი კავშირები განსაზღვრავს ოჯახს და გვაძლევს მიკუთვნებულობის გრძნობას? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?

ჩვენ იშვიათად თუ გვიგრძნია ოჯახური კავშირების მნიშვნელობა და სიმყიფე ისე ძლიერად, როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში. Covid-ით ნაკარნახევმა სოციალურმა დისტანცირებამ ტკივილი და იზოლაცია გამოიწვია, მრავალი კავშირი გარდასახა და ზოგიც გააძლიერა. გასულ წელს მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ წამიერად შეძლო ომმა ოჯახების შუაზე გახლეჩა და რამდენმა გაუღო თავისი ოჯახის კარი ლტოლვილებს.

ჟიურის წევრები

ჟიური

ჟიურის წევრებმა ხმა მისცეს პროექტებს, რომლებიც კონკურსანტებმა პლატფორმაზე, www.picter.com, წარადგინეს. საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად, ჟიური თებერვალში დისტანციურად შეიკრიბა.

ლარს ბერინგი

ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის (EJC) ფონდის დირექტორი და ვიზუალური კომუნიკაციისა და ამბის თხრობის პლატფორმის, Triggertale.com-ის დამაარსებელი.

ემა ბოუკეტი

Financial Times Weekend Magazine-ის გუნდის წევრი და ფოტოხელოვნებასა და თანამედროვე ვიზუალურ კულტურაზე ორიენტირებული კურატორი.

არიანა რინალდო

ფოტოგრაფიის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე შტატგარეშე პროფესიონალი. ვიზუალური თხრობის საერთაშორისო ფოტო ფესტივალის, Cortona On The Move, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი.

კაროლინა გემბარა

ფოტოგრაფი და მკვლევარი. მისი ნამუშევრები ეხება ისეთ ცნებებს, როგორიცაა სახლი, მიკუთვნებულობა, მიგრაცია, ცვალებადი მიწები და იდენტობები.

მილიცა სარაცევიჩი

ევროკომისიის პრესისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ოფიცერი.

ორგანიზატორების შესახებ

კონკურსი ორგანიზებულია EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ, Fotofestiwal-თან პარტნიორობით. EU NEIGHBOURS EAST ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამაა, რომელიც ზრდის ცნობადობას ევროკავშირზე, მის პოლიტიკაზე და მხარდამჭერ პროექტებზე მის აღმოსავლეთ სამეზობლოში. პროგრამა ავსებს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. Fotofestiwal 2001 წელს ფოტოგრაფიასთან მომუშავე პროფესიონალების კოლექტივად დაარსდა. მას მერე ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოგრაფიულ ფესტივალად იქცა. ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მან დააგროვა მდიდარი გამოცდილება შეჯიბრებათა ორგანიზებასა და შედეგთა წარმოჩენაში. 

კონტაქტები

[email protected]