UNDP საქართველო და ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსებს აცხადებენ
ოქტომბერი 20, 2022

UNDP საქართველო და ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსებს აცხადებენ


გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სამ საგრანტო კონკურსში  იწვევს. კონკურსები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, ფარგლებში გამოცხადდა. 

პირველი კონკურსის მიზანია ეროვნული უმცირესობების დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კულტურის მხარდაჭერა საქართველოში. კანდიდატი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უმცირესობათა და ახალგაზრდების გაძლიერებასა და კულტურული მრავალფეროვნების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაზე უნდა ზრუნავდნენ. 

მეორე კონკურსი ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მოეთხოვებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის გაძლიერება, მათი სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სტიგმასთან და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად.

მესამე კონკურსი მიზნად ისახავს ლგბტქი+ თემის გაძლიერებას საქართველოში — მათ შორის ცნობიერების ამაღლებას იმ დისკრიმინაციაზე, რომელსაც ამ თემის წევრები სამუშაო ადგილებზე განიცდიან. 

სამივე კონკურსში აპლიკანტებს 10,000 დოლარამდე ბიუჯეტის წინადადებების წარდგენა შეუძლიათ (თანადაფინანსების ჩაუთვლელად, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,