შუმანის სახელობის სტაჟირება ევროპის პარლამენტში — შეიტანე განაცხადი 30 ნოემბრამდე
ნოემბერი 23, 2021

შუმანის სახელობის სტაჟირება ევროპის პარლამენტში — შეიტანე განაცხადი 30 ნოემბრამდე


ევროპის პარლამენტმა თავისი სამდივნოს ფარგლებში სხვადასხვა სახის სტაჟირების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო. ინიციატივის მიზანია ახალგაზრდა მოქალაქეთა პროფესიული ტრენინგის მხარდაჭერა და მათთვის ამ ინსტიტუტის საქმიანობის გაცნობა.

სტაჟირებების ვადა ხუთი თვეა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18 წელს გადაცილებულ პირს, რომელსაც: აქვს უნივერსიტეტის დიპლომ(ებ)ი; საფუძვლიანად ფლობს ევროკავშირის ერთ-ერთ ოფიციალურ ენას და ძალიან კარგად — ევროკავშირის მეორე ოფიციალურ ენას; შეუძლია წარმოადგინოს ნასამართლობის არქონის დამადასტურებელი ცნობა; არ აქვს თანმიმდევრულად ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ევროკავშირის ორგანიზაციაში ან უწყებაში მუშაობის სტაჟი; და სტაჟირების დაწყებამდე ექვსი თვის განმავლობაში სასწავლო მივლინებით არ წასულა ევროპის პარლამენტის სამდივნოში.

კონკურსში მონაწილეობის უფლება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებსაც აქვთ, თუმცა შერჩეულ კანდიდატებს თავად მოუწევთ განაცხადის შეტანა ვიზის და მუშაობის უფლების მისაღებად. ამასთან, გაღებული ხარჯები არ ანაზღაურდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 30, 2021

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,