შეიტანეთ განაცხადი კურსზე, რომელიც ასწავლის, როგორ უნდა გახდე ფრილანსერი და დასაქმდე დისტანციურად
მაისი 19, 2023

შეიტანეთ განაცხადი კურსზე, რომელიც ასწავლის, როგორ უნდა გახდე ფრილანსერი და დასაქმდე დისტანციურად


საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) გამოაცხადა მიღება ონლაინ ტრენინგკურსზე, „როგორ გავხდე ფრილანსერი და დავსაქმდე დისტანციურად“.

კურსის გავლა უფასოდაა შესაძლებელი და ის 10 შეხვედრისგან შედგება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ქვემო ქართლის, კახეთისა და გურიის მცხოვრებლებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი და კარგად იციან ინგლისური ენა. 

კურსის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის შესაძლებლობებზე საქართველოსა და მსოფლიოში. ისინი ასევე გაეცნობიან პლატფორმებს, რომლებიც დაეხმარებათ, გახდნენ წარმატებული ფრილანსერები და აირჩიონ კარიერა პროგრამირების, გრაფიკული დიზაინის, კოპირაიტინგის, ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის სფეროებში.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 21 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 21, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,