სასტიპენდიო პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებსა და აქტივისტებს პრაღაში იწვევს
მაისი 4, 2023

სასტიპენდიო პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებსა და აქტივისტებს პრაღაში იწვევს


პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს პრაღაში იწვევს. მათ სამი თვე თავიანთ პროექტებზე სამუშაოდ, კავშირების დასამყარებლად და ახალი შესაძლებლობების გამოსაკვლევად მიეცემათ. 

2023/2024 წლების სტიპენდიები გაიცემა სამ სლოტად: 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე, 2024 წლის 1 თებერვლიდან 30 აპრილამდე და 2024 წლის 1 მაისიდან 31 ივლისამდე. 

სტიპენდიის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს, ექსპერტებს, მკვლევრებს, ადამიანის უფლებების დამცველებს, გარემოსა თუ კულტურის დაცვაზე მომუშავე აქტივისტებს, ურბანულ აქტივისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საინიციატივო ჯგუფების წევრებს საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ხუთი ქვეყნიდან. 

პროგრამა ძირითადად მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან შეხვედრები, პროექტების შემუშავებასა და ფინანსების მოზიდვაზე ჩატარებული მასტერკლასები, სხვა სტიპენდიატებთან გამოცდილების გაზიარება და საკუთარ პროექტზე ინდივიდუალურად მუშაობა. 

პროგრამის პრიორიტეტული სფეროებია: ახალი ლიდერული ინიციატივები, სამოქალაქო სექტორის მდგრადი განვითარება, გამოძიება და ადვოკატირება, კვლევითი პროექტები, ომის საწინააღმდეგო და დეკოლონიზაციაზე ორიენტირებული ინიციატივები.

ცენტრი დაფარავს სტიპენდიატების მგზავრობის ხარჯებს, უზრუნველყოფს მათ საცხოვრებლით და მცირე ოდენობის დღიური ჯიბის ფულით და დაეხმარება ვიზის აღებაში. მათ, ამასთან, ინტერნეტითა და პრინტერით აღჭურვილ საერთო საოფისე სივრცეში შეეძლებათ მუშაობა.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 15 მაისი. 

პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი მხარს უჭერს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას როგორც  სოციალური ცვლილებებისა და პროგრესის დამაჩქარებელ მთავარ ძალებს. ის, სხვა დონორებთან ერთად, დაფინანსებას ევროკომისიისგანაც იღებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,