ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა STAR სამოქალაქო აქტივიზმის ონლაინ კურსზე განაცხადების მიღებას იწყებს.
კურსის გავლა შეუძლიათ როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც არაძალადობრივი სამოქალაქო ან სოციალური კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საჭირო ცოდნის გაღრმავება სურთ. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მთავრობის ანგარიშვალდებულების ან/და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში არატრადიციული მეთოდების გამოყენების პრაქტიკის ანალიზს, ტაქტიკის არჩევას და კომუნიკაციის, მობილიზებისა და დაბალი რისკის ქმედებების თუ კამპანიების ორგანიზების საკითხებს.
კურსი უფასოა და მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
ტრენინგი აპრილის თვეშია დაგეგმილი, მაგრამ ზუსტი თარიღები განაცხადების საფუძველზე შეირჩევა.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 25 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,