„ოკეანის ახალგაზრდა დამცველების“ კონკურსი შავი ზღვის რეგიონში — განაცხადები მიიღება 25 ოქტომბრამდე!
ოქტომბერი 15, 2021

„ოკეანის ახალგაზრდა დამცველების“ კონკურსი შავი ზღვის რეგიონში — განაცხადები მიიღება 25 ოქტომბრამდე!


#Youth4Ocean ფორუმი საკონკურსო წინადადებების მიღებას იწყებს. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს შავი ზღვის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა აქტივისტების საქმიანობას.

„ოკეანის ახალგაზრდა დამცველის“ სტატუსის მოპოვება შეუძლიათ 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შავი ზღვის რეგიონიდან ან შავი ზღვის რეგიონზე ორიენტირებული პროექტის თუ იდეის ავტორებს.

შავი ზღვის „ოკეანის ახალგაზრდა დამცველს“ პროექტის შემუშავებასა და უნარების განვითარებაში EU4Ocean კოალიციის  წევრები დაეხმარებიან. ის შეძლებს დაესწროს ღონისძიებებს, შეხვდეს წამყვან ექსპერტებს, თანამოაზრე ახალგაზრდებს თუ პროფესიონალებს მთელი ევროპიდან და მონაწილეობა მიიღოს EU4Ocean კოალიციის ჯგუფურ დისკუსიებში.

კონკურსით შერჩეულ პირებს შეეძლებათ, თავიანთი პროექტები ევროკომისიის და EU4Ocean კოალიციის ექსპერტებს  წარუდგინონ. ამის შესაძლებლობა მათ „შავი ზღვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების“ პირველ ღონისძიებაზე მიეცემათ, რომელიც 29 და 31 ოქტომბერს და, ასევე, 5 ნოემბერს დისტანციურად ჩატარდება.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 25, 2021

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,