მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში ევროპის მემკვიდრეობის დღეების ღონისძიებების მხარდასაჭერად
ნოემბერი 24, 2021

მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში ევროპის მემკვიდრეობის დღეების ღონისძიებების მხარდასაჭერად


ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ ერთობლივი პროგრამის, „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში კონკურსი გამოაცხადეს. მისი მიზანი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ღონისძიებების მხარდაჭერაა.

ევროპის მემკვიდრეობის დღეები იმ კულტურული ღონისძიებებისგან შედგება, რომლებიც ევროპაში მცხოვრებ ხალხთა მონაწილეობით აღინიშნება. ყოველწლიურად 70,000-მდე ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრება 30 მილიონამდე სტუმარი ევროპის იმ 50 სახელმწიფოდან, რომელთაც ევროპის კულტურული კონვენციისთვის აქვთ ხელი მოწერილი. მათ შორის არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიც.

კონკურსი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ისტორიებზე მიზნად ისახავს იმ ადამიანების, ორგანიზაციების და ასოციაციების ამბების  გაშუქებას, რომლებიც ამ ღონისძიებათა უკან დგანან. კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პროექტებისთვის 10,000-მდე ევრო გამოიყოფა. 

განმცხადებლებს 2018 წლის 18 აგვისტოდან 2021 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეთ ევროპის მემკვიდრეობის დღეების ღონისძიების ორგანიზატორობის ან მასპინძლობის გამოცდილება. მათგან ასევე მოელიან, დაგეგმონ ევროპის მემკვიდრეობის დღეების ღონისძიების მასპინძლობა ან ორგანიზება 2022 წლის განმავლობაში.

საკონკურსო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 17 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 17, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,