კლიმატის ცვლილების ბანაკი ქალებსა და ახალგაზრდებს იწვევს — შეიტანეთ განაცხადი
მარტი 8, 2023

კლიმატის ცვლილების ბანაკი ქალებსა და ახალგაზრდებს იწვევს — შეიტანეთ განაცხადი

ქალებისა და ახალგაზრდებისთვის თემატურ კლიმატის ცვლილების ბანაკში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს კლიმატის პროგრამის“ ფარგლებში და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ატარებს.

ბანაკი 3-8 აპრილს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში გაიმართება.

ბანაკის მიზანი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე წამოწევაა. ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდებათ თემატური ტრენინგი ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, კლიმატის ცვლილება და მისი გამომწვევი მიზეზები, ამ ცვლილების გავლენის შერბილება და მასთან ადაპტაცია, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა და ენერგოეფექტიანობა.

ბანაკში მიღებული ცოდნის შედეგად, მონაწილეები კლიმატის ცვლილების საკითხებზე ქალთა და ახალგაზრდების აქტივიზმის მხარდამჭერ ოთხ ერთობლივ ინიციატივას შეიმუშავებენ.

ბანაკში მიწვეულები არიან 15-35 წლის ქალები და ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობენ გურჯაანის, საგარეჯოს, ახმეტის (კახეთის რეგიონი), ზესტაფონის, ტყიბულის, ჭიათურის (იმერეთის რეგიონი), ლანჩხუთის და ოზურგეთის (გურიის რეგიონი), ონის და ამბროლაურის (რაჭის რეგიონი) მუნიციპალიტეტებში.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 15 მარტი.

CENN არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე მუშაობს.

დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 15, 2023

შესაძლებლობის ტიპი

ყველაზე წაკითხული

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,