გამოცხადდა ახალი კონკურსი, Industry 5.0: შეიტანეთ განაცხადი 2022 წლის 1-ელ აპრილამდე
იანვარი 12, 2022

გამოცხადდა ახალი კონკურსი, Industry 5.0: შეიტანეთ განაცხადი 2022 წლის 1-ელ აპრილამდე


ევროკომისიამ გამოაცხადა პირველი კონკურსი, Industry 5.0, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებისთვის, რომლებიც ევროპულ მრეწველობას მეტად სიცოცხლისუნარიანს, მდგრადს და ადამიანზე ორიენტირებულს ხდიან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტი მრეწველობის დარგში უნდა ხორციელდებოდეს და პროგრამების, Horizon 2020, Horizon Europe ან ევროპის ინოვაციების და ტექნოლოგიის ინსტიტუტის მიერ უნდა იყოს დაფინანსებული. ამასთან, პროექტი ოფიციალურად 2018 წლის 31 აგვისტოს შემდეგ უნდა იყოს დაწყებული.

გამარჯვებული ევროკომისიისგან საკომუნიკაციო მხარდაჭერას მიიღებს, რაც მოიცავს სარეკლამო ვიდეორგოლის დამზადებას, სოციალური მედიის ევროკომისიის გვერდებზე მის რეკლამირებას და ჟურნალში, Horizon Magazine, სტატიის გამოქვეყნებას. ფინალისტებს 2022 წლის ივნისში მიიწვევენ დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც კვლევისა და ინოვაციის ყოველწლიური ევროპული დღეების (R&I Days) პერიოდში გაიმართება. ღონისძიებაზე მათ საკუთარი პროექტების წარდგენის შესაძლებლობა მიეცემათ.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1-ელი აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 1, 2022


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,