FAO-ს სტაჟირების პროგრამა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა აგრონომებისთვის 
თებერვალი 1, 2022

FAO-ს სტაჟირების პროგრამა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა აგრონომებისთვის 


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ახალგაზრდა აგრონომებისთვის სტაჟირების  პროგრამას იწყებს.

FAO ეძებს აგრონომიაში ბაკალავრიატის ხარისხის მქონე 13 ახლახან კურსდამთავრებულს, რომლებიც აჭარის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში იმუშავებენ. ახალგაზრდა აგრონომები FAO-ს გაუწევენ ტექნიკურ დახმარებას საჩვენებელი ნაკვეთების პროექტის განხორციელებაში. ამის მიზანი ფერმერებისთვის კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დემონსტრაციაა.

სტაჟიორები ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ მონაწილეობას თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებში, რომლებსაც საჩვენებელ ნაკვეთებზე მომუშავე ექსპერტები ჩაატარებენ. პროგრამის შემდეგ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება, გუნდს პროფესიონალების სტატუსით შეუერთდნენ. 

FAO პროექტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის მიზანია  რეკომენდაციათა ეფექტიანი მიწოდებით ფერმერების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში — დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ყაზბეგში, ხულოში, ქედაში, ახალქალაქსა და ბორჯომში.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 14 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 14, 2022

შესაძლებლობის ტიპი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,