ხორვატიის ქალაქ პერუშიჩში მდებარე მღვიმოვანი პარკის, გრაბოვაჩას ადმინისტრაცია იწვევს მოხალისეებს საქართველოდან პროექტში მონაწილეობისთვის. ინიციატივის მიზანი ადგილობრივი თემის და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების მსურველთა გაძლიერებაა.
ხუთკვირიანი პროექტი 2022 წლის 4 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდში გაგრძელდება.
მოხალისეები იცხოვრებენ სახლებში საზიარო ოთახებით, სამზარეულოთი და სააბაზანოთი. ორგანიზატორები მათ საკვების ბიუჯეტით უზრუნველყოფენ და დაფარავენ სატრანსპორტო ხარჯებს — მათ შორის, ხორვატიამდე ფრენას და უკან დასაბრუნებელ ბილეთებს.
განაცხადების შეტანის ბოლოო ვადაა 1 ივნისი.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,