ევროპის სოლიდარობის კორპუსი ახალგაზრდებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მომავალ წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
მოხალისეების მასპინძელი იქნება ორგანიზაცია, „Concordia Île-de-France“, რომლის მიზანიც კულტურათაშორისი ურთიერთობების და ევროპული და საერთაშორისო მობილობის მხარდაჭერაა.
2022 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისამდე, 18 კვირის განმავლობაში, მოხალისეები ხელს შეუწყობენ ევროპული პროექტების მობილობის პოტენციალის გაზრდას რეგიონის ახალგაზრდობისთვის საფრანგეთში და საზღვარგარეთ; დაეხმარებიან ერთი ან მეტი საერთაშორისო მოხალისეობრივი პროექტის განხორციელებას; გაავრცელებენ საჭირო ინფორმაციას რეგიონში ფართო საზოგადოებასთან შეხვედრების ორგანიზებისა და სოციალურ მედიაში კომუნიკაციის საშუალებით.
მოხალისეთა საცხოვრებელს და კვებას მასპინძელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში