ევროპის განათლების ფონდმა (EFT) მწვანე გარდაქმნის ხელშემწყობი კონკურსი გამოაცხადა. ინიციატივა ეკოლოგიური უნარების განვითარების საუკეთესო მაგალითებს გამოავლენს.
კონკურსი, „მწვანე გარდაქმნა: განათლება, ტრენინგი და უნარები“, მიზნად ისახავს ისტორიების შეკრებას იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს განათლება, ტრენინგი და უნარების განვითარება მდგრად, სუფთა და ნახშირბადნეიტრალურ ეკონომიკაზე გადასვლას.
კონკურსის გამარჯვებულს ჯილდო ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ევროპის 2022 წლის პროფესიული უნარების კვირეულზე გადაეცემა. საუკეთესო ისტორიები კი ევროპის განათლების ფონდის პუბლიკაციებსა და საკომუნიკაციო არხებზე გამოქვეყნდება.
გარდა ამისა, ყველაზე საინტერესო ისტორიების საფუძველზე ევროპის განათლების ფონდი გადაიღებს მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომლებსაც ევროპის პროფესიული უნარების 2022 წლის კვირეულზე აჩვენებენ. ფილმები, ამასთან, ევროპის განათლების ფონდის სოციალური მედიის არხებზეც გამოქვეყნდება.
ონლაინ განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია 15 მარტამდე ინგლისურ, ფრანგულ ან რუსულ ენაზე.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში