ევროკავშირის გლობალური კულტურული ურთიერთობების პროგრამამ განაცხადების მიღება დაიწყო
სექტემბერი 10, 2021

ევროკავშირის გლობალური კულტურული ურთიერთობების პროგრამამ განაცხადების მიღება დაიწყო


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კულტურული ურთიერთობების პლატფორმის „გლობალური კულტურული ურთიერთობების პროგრამა“ (GCRP) კულტურის და შემოქმედებით სექტორებში მოღვაწე ნოვატორებს სატრენინგო პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობს. 

განაცხადების შეტანა შეუძლიათ 25-დან 39 წლის ასაკამდე პირებს, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო თანამშრომლობის ან საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება და თავიანთი უნარების კიდევ უფრო განვითარებით არიან დაინტერესებულნი.

წლევანდელი პროგრამა დისტანციურად, 15-დან 30 ნოემბრამდე ჩატარდება. ტრენინგის მონაწილეს ღონისძიებაზე მთელი დღის განმავლობაში დასწრება არ მოეთხოვება. 

პროგრამის განრიგი ასეთია: 

• 15-18 ნოემბერი: ცოდნის და გამოცდილების გაზიარება (დღეში 3-საათიანი სესია);

• 19-28 ნოემბერი: თანამშრომლობითი პროექტების შემუშავება;

• 29-30 ნოემბერი: პროექტების პრეზენტაცია (დღეში 3-საათიანი სესია).

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 24 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 4, 2021

შესაძლებლობის ტიპი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,