საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჟურნალისტიკის დარგში ევროკავშირის 2021 წლის კონკურსის შესახებ ბოლო განცხადება გამოაქვეყნა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 2012 წელს დაარსებული კონკურსი ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის და ეთიკის ნორმების დამკვიდრების მხარდასაჭერად ტარდება. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) გასცემს სპეციალურ პრიზს „კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ნაშრომისთვის“, რომელიც ნდობის აღდგენას და მშვიდობის დამკვიდრებას ემსახურება.
2021 წლის ჟურნალისტიკის კონკურსის პრიზი შვიდ კატეგორიაში გაიცემა:
პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი კი „ომისა და მშვიდობის გაშუქების“ ინსტიტუტის ლონდონის ოფისში 30-დღიან სტაჟირებას გაივლის.
საკონკურსო ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,