ევროპის საზღვაო, მეთევზეობის და აკვაკულტურის ფონდი (EMFAF) აცხადებს კონკურსს შავი ზღვის რეგიონის — მათ შორის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის — მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპებისთვის.
კონკურსის მიზანია, თავი მოუყაროს ლურჯი ეკონომიკის განვითარებით დაინტერესებულ მხარეებს ევროკავშირის წევრი და არაწევრი, შავი ზღვის პირა ქვეყნებიდან. მათ მოეთხოვებათ ისეთი ადგილობრივი შესაძლებლობების პოვნა და განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციებს, ციფრულ ტრანსფორმაციას და შავი ზღვის ლურჯ ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვას.
განაცხადების წარდგენა შეუძლიათ მინიმუმ სამი წევრისგან შემდგარ კონსორციუმებს. მათგან მინიმუმ ორი უნდა იყოს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან, ხოლო ერთი — ევროკავშირიდან. ამასთან, სამივე მათგანი ინიციატივის, „საერთო საზღვაო დღის წესრიგი შავი ზღვისთვის“, მონაწილე უნდა გახლდეთ.
საკონკურსო განაცხადები უნდა ეხებოდეს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სანაპირო და საზღვაო ტურიზმი, მეთევზეობა და აკვაკულტურა, საზღვაო ტრანსპორტი, გემთმშენებლობა, ლურჯი ბიოტექნოლოგია, საზღვაო განახლებადი ენერგეტიკა და სხვა. გარდა ამისა, მიიღება განაცხადები, რომლებშიც მცირე და საშუალო საწარმოები თუ სტარტაპები პორტების, როგორც ლურჯი ეკონომიკის აქსელერატორების, განვითარებას ისახავენ მიზნად.
საზღვაო, მეთევზეობის და აკვაკულტურის ევროპული ფონდი (EMFAF) თითოეულ შერჩეულ პროექტს 300,000-დან 500,000 ევრომდე ოდენობის თანხას გამოუყოფს.
საკონკურსო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 12 იანვარი.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში