ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა სოფლად მომუშავე მეწარმეებს ბიზნეს პროექტში იწვევენ
სექტემბერი 17, 2021

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა სოფლად მომუშავე მეწარმეებს ბიზნეს პროექტში იწვევენ


ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) სოფლად მომუშავე მეწარმეებს დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან პროექტის, „გააციფრულე შენი ბიზნესი“, ახალ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ.

კონკურსის შედეგად შერჩეული რვა მეწარმე გაივლის ბიზნეს ინკუბაციის და მენტორობის პროგრამას, რომელიც მათ დაეხმარება, პრაქტიკაში გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები. 

ინკუბაციის და მენტორობის პროგრამა მოიცავს ტრენინგს და კონსულტაციებს იმ მრავალ სხვადასხვა საკითხზე, რომლებიც ბიზნესის განვითარებას და ციფრულ ტექნოლოგიებს უკავშირდება. კერძოდ, ეს საკითხებია: ბიზნესის შექმნა და მართვა, ბრენდინგი, დიზაინი, ონლაინ მარკეტინგი, ონლაინ გაყიდვები, კომუნიკაცია და ციფრული ტექნოლოგიები და შესაძლებლობები. გარდა ამისა, სოფლად მომუშავე მეწარმეებს თავიანთი ბიზნესისთვის ვებსაიტებისა და სხვა ციფრული პლატფორმების შექმნაში დაეხმარებიან.

ინიციატივას განახორციელებენ ქართული ორგანიზაციები — „ჯეოლაბი“, „ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი“ და „გერგარტი“ — ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „ენპარდის“ (ENPARD) ფარგლებში. ეს უკანასკნელი  სოფლის მეურნეობის და სასოფლო განვითარებას საქართველოში 2013 წლიდან უწყობს ხელს და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს.

ბიზნეს ინკუბაციის პროგრამით დაინტერესებულ მეწარმეებს რეგისტრაციის გავლა 18 სექტემბრამდე შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 18, 2021


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,