EU4Environment სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენების ევროპულ გამოცდილებაზე ვებინარს გამართავს
დეკემბერი 1, 2021

EU4Environment სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენების ევროპულ გამოცდილებაზე ვებინარს გამართავს


ინიციატივა EU4Environment 2 დეკემბერს გამართავს ვებინარს თემაზე, „სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენება: ევროპის ქვეყნების გამოცდილება“. 

ვებინარის მიზანია, მხარი დაუჭიროს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკითხზე, როგორიცაა ენერგეტიკაში სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენება. გარდა ამისა, ის საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს დაეხმარება, მოიზიდოს კერძო (არასამთავრობო) ინვესტიციები იმ აღჭურვილობისა და ტექნოლოგიებისთვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით,  მწვანე ნარჩენებითა და ბიონარჩენებით 

გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებს მოაგვარებს. 

ღონისძიება, პარიზის დროით, 11:00-დან 13:00 საათამდე (თბილისის დროით, 14:00-16:00 საათებში) ჩატარდება. შეხვედრის მსვლელობისას  უზრუნველყოფილი იქნება ინგლისურ-რუსული თარგმანი.

ვებინარი, უპირველეს ყოვლისა, ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სახელმწიფო უწყებებისთვის, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის საკითხებზე და, ასევე, მომავალი ბენეფიციარებისთვის (მაგალითად, ფერმერთა ასოციაციებისთვის).

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი

სარეგისტრაციო ფორმა

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 2, 2021

შესაძლებლობის ტიპი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,