EU4Business ტექსტილის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოებს ესპანეთში სასწავლო ტურზე იწვევს
მაისი 28, 2024

EU4Business ტექსტილის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოებს ესპანეთში სასწავლო ტურზე იწვევს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „EU4Business: კომპანიების დაკავშირება“, ტექსტილის სექტორში მომუშავე  მცირე და საშუალო საწარმოებს ევროკავშირში  ხუთდღიანი ვიზიტზე იწვევს. ინიციატივის მიზანი  აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ბიზნესის შესაძლებლობების გაუმჯობესება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

სასწავლო ტური მოიცავს მოდის საერთაშორისო გამოფენაზე, MOMAD Madrid, დასწრებას, რომელიც მადრიდში 2024 წლის 12-16 სექტემბერს ჩატარდება.

მოგზაურობის ფარგლებში მონაწილეები გამოფენაზე საკუთარ ექსპონატებს წარადგენენ, შეხვდებიან ევროკავშირში მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეებს და მოინახულებენ ადგილობრივ ბიზნესებს. ინიციატივაში მონაწილეობა უფასოა

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 16, 2024


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,