ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „EU4Business: კომპანიების დაკავშირება“ (EU4BCC) იწვევს ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს და მცირე და საშუალო საწარმოებს კომპანიების დაკავშირების ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება.
ონლაინ ღონისძიებაზე მონაწილეები ერთმანეთს შეხვდებიან და საფუძველს ჩაუყრიან მომავალ თანამშრომლობას მრავალ სხვადასხვა სექტორში, კერძოდ: ბიო/ორგანული სურსათის, შემოქმედებითი ინდუსტრიის, ტექსტილის, ტურიზმის და ღვინის წარმოების სექტორებში.
კომპანიების დამაკავშირებელი ღონისძიების უპირველესად ორიენტირებულია დაახლოებით 500 ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციაზე და მცირე და საშუალო საწარმოზე, რომლებივ მონაწილეობენ პროექტში „EU4Business: კომპანიების დაკავშირება“. მონაწილეობისთვის მიწვეულები არიან ასევე სხვა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები და მცირე და საშუალო საწარმოები.
„EU4Business: კომპანიების დაკავშირება (EU4BCC) პროექტის მენეჯმენტს ახორციელებს EUROCHAMBRES, და ის ფინანსდება ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში. პრეოქტის მიზანია ბაჭრობის ხელშეწყობა ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
იხილეთ მეტი
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში