ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის კონკურსი გამოცხადდა
სექტემბერი 3, 2021

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის კონკურსი გამოცხადდა


არასამთავრობო ორგანიზაცია, People in Need, საქართველოს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის პარტნიორობის კონკურსს აცხადებს. People in Need ადვოკატირებას უწევს და ხელს უწყობს ადგილობრივების მიერ ინიციირებულ განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვას. 

კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2020-2022 წლებისთვის“, ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლებსაც არადომინანტი ეთნიკური ჯგუფები ხელმძღვანელობენ. ამასთან, მათი საქმიანობა უნდა ეხებოდეს პანდემიით გამოაშკარავებული იმ პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტებზე მუშაობას, რომლებიც  არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს აზარალებს. 

კონკურსის მონაწილეები უნდა მოღვაწეობდნენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა  (ჯანდაცვის მომსახურებისა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა), სოციალური დაცვა (სოციალური მომსახურება და სხვა), განათლება, ეკონომიკური აღდგენა და ადამიანის უფლებები (მათ შორის, დისკრიმინაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა).

განაცხადის და დოკუმენტების წარდგენის ბოლოო ვადაა 12 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციაპრესრელიზი

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 12, 2021


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,