EBRD საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს ელექტრონული კომერციის განვითარებაში დაეხმარება
სექტემბერი 27, 2022

EBRD საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს ელექტრონული კომერციის განვითარებაში დაეხმარება


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და B2CGE პლატფორმამ ერთობლივი პროექტის დაწყება გამოაცხადეს. ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესს ელექტრონული კომერციის განვითარებაში დაუჭერს მხარს. ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტი კომპანიებს B2CGE პლატფორმაზე ელექტრონული მაღაზიების გახსნაში დაეხმარება. კომპანიები შეძლებენ, ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლონ მომსახურებით და საკონსულტაციო მხარდაჭერით, ინტენსიური ტრენინგით ციფრულ მარკეტინგში, თბილისის მასშტაბით შეკვეთის დამუშავებაში მხარდაჭერით (იქნება ეს პროდუქციის დასაწყობება, შეკვეთის დამუშავება თუ მიწოდება) და სხვა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ და ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს, რომლებსაც ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვთ.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა: www.b2c.ge/appforms.

პროექტში ჩართვა კომპანიის მხრიდან ფინანსურ თანამონაწილეობას მოითხოვს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,