EBRD-ის 2022 წლის ლიტერატურული პრემია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან კონკურსანტებს ელის
ოქტომბერი 20, 2021

EBRD-ის 2022 წლის ლიტერატურული პრემია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან კონკურსანტებს ელის


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, EBRD-ის 2022 წლის ლიტერატურული კონკურსი დაიწყო.

ჯილდო გადაეცემათ როგორც მწერალს, ასევე მთარგმნელს საუკეთესო ლიტერატურული ნამუშევრისთვის — მათ შორის, ერთი ავტორის მოთხრობების კრებულისთვის. წიგნის ორიგინალი დაწერილი უნდა იყოს ერთ-ერთი იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ბანკი საინვესტიციო საქმიანობას ახორციელებს და თარგმნილი უნდა იყოს ინგლისურად. 

ამასთან, წიგნი პირველად დაბეჭდილი უნდა იყოს ევროპული (მათ შორის, ბრიტანული) გამომცემლობის მიერ 2020 წლის 15 ნოემბრიდან 2021 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში.

20,000 ევროს ოდენობის პირველი პრიზი გამარჯვებულ ავტორსა და მთარგმნელზე თანაბრად განაწილდება. ხოლო მეორე ადგილზე გასული ორი წიგნიდან თითოეული მიიღებს 4,000 ევროს, რომელიც ასევე თანაბრად განაწილდება ავტორებსა და მთარგმნელებს შორის.

გამომცემლობებისთვის წიგნების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია

განცხადება

EBRD-ის 2021 წლის ლიტერატურული პრემია „ვარშავის მეფეს“ გადაეცა, ქართული წიგნი კი ფინალისტებს შორის მოხვდა 

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 30, 2021


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,