„ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება“ — ევროკავშირი საქართველოში ახალგაზრდულ კონკურსს აცხადებს
მაისი 27, 2021

„ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება“ — ევროკავშირი საქართველოში ახალგაზრდულ კონკურსს აცხადებს


კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) ევროკავშირის მხარდაჭერით გამოაცხადა კონკურსი, „ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება“. კონკურსის მიზანი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ახალგაზრდების როლის გააქტიურებაა.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა ასახავდეს კლიმატის ცვლილების პროცესებს, გამოწვევებსა და გადაჭრის შესაძლო გზებს გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის რეგიონებში. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი კონკურსში ამ რეგიონებში მცხოვრებ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს იწვევს.

ნამუშევრების წარდგენა შემდეგი ფორმატებითაა შესაძლებელი: თემატური ფოტო; ნახატი; გრაფიკული ნამუშევარი და/ან პოსტერი; ან ახალგაზრდული კამპანიის იდეა, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

ნამუშევართა წარდგენის ბოლო ვადაა 7 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დეტალური ინფორმაცია ქართულ ენაზე

 

დახურვის თარიღი:

ივნისი 7, 2021


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,