ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) აამოქმედა ვებსაიტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს იურიდიული და ბიზნეს კონსულტაციებით უზრუნველყოფს. მომსახურების მიზანია, დაეხმაროს საწარმოებს, უკეთ გაუმკლავდნენ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს.
ახალი ვებსაიტი მომხმარებლებს სთავაზობს ექსპერტთა რეკომენდაციებს, რომლებიც კომპანიების მფლობელებს და მენეჯერებს დაეხმარება, მეტად ეფექტიანად იურთიერთონ მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან, გადაჭრან საოპერაციო და ფინანსური პრობლემები და სწორად წარმართონ რესტრუქტურიზაციის პროცესი. გარდა ამისა, პლატფორმა კომპანიებს უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციებით კორპორაციულ, შრომითი უფლებების და გაკოტრების შესახებ კანონმდებლობასთან მიმართებით. ეს ის სფეროებია, რომელთან დაკავშირებულ ნოუ-ჰაუსა და ინფორმაციაზეც მცირე ბიზნესში დიდი მოთხოვნაა.
ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაცია ექვს მოდულად იყოფა; ესენია:
პლატფორმაზე ხელმისაწვდომ რჩევებს თან ერთვის შესაბამისი შაბლონები და კონკრეტული სანიმუშო შემთხვევების ანალიზი. ეს მომხმარებლებს დაეხმარება, მარტივად მოარგონ რეკომენდაციები თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას.
ვებსაიტზე ასევე ნახავთ სამ დამოუკიდებელ გვერდს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის, რომლებზეც კონკრეტული ქვეყნისთვის განკუთვნილი რჩევები ადგილობრივ ენაზეა ხელმისაწვდომი.
დამატებითი ინფორმაცია
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ონლაინ რესურსი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის
მოლდოვის, საქართველოს, და უკრაინისთვის განკუთვნილი გვერდები
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,