აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი გრანტების მიმღებთა მხარდასაჭერად დახმარების სამსახურს ხელმეორედ ხსნის
ნოემბერი 18, 2021

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი გრანტების მიმღებთა მხარდასაჭერად დახმარების სამსახურს ხელმეორედ ხსნის


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი (EaP CSF) ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების გრანტის მიმღებებს დახმარების სამსახურის განახლების გზით დაუჭერს მხარს. 

თუ თქვენი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმს თქვენი მხარდაჭერა თავისი დახმარების სამსახურის საშუალებით შეუძლია. 

დახმარების სამსახური გასცემს რეკომენდაციებს / უზრუნველყოფს მხარდაჭერას იმ მრავალი სახის პრობლემის გადასაჭრელად, რომლებიც პროექტების განხორციელების პროცესში წარმოიშობა. კერძოდ, მისი დახმარება მოიცავს შემდეგ სფეროებს: 

  • პროექტის დიზაინი და მართვა — მათ შორის, ლოგიკური ჩარჩოები და პროექტის ინდიკატორები;
  • ევროკავშირის გრანტების მართვის საუკეთესო პრაქტიკა;
  • ევროკავშირის სიტყვიერი და ფინანსური ანგარიშგება;
  • ევროკავშირის ცნობადობის გაზრდა და საზოგადოებრივი ჯგუფების უკეთესად მოცვა;
  • მართვისა და კომუნიკაციის ციფრული ინსტრუმენტების უფრო ეფექტიანად გამოყენება; 
  • მესამე მხარის ფინანსური მხარდაჭერის / ქვე-გრანტების გაცემის საუკეთესო პრაქტიკა (ზეგავლენის შეფასება, ქვე-გრანტებისთვის კონკურსების გამოცხადება, ქვე-გრანტების მიმღებთა მონიტორინგი და სხვა);
  • ისეთ საკითხებთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკა, როგორებიცაა: პოლიტიკის წარმოების პროცესებში მონაწილეობა, უკეთესი ადვოკატირება და კამპანიები, თანხების მობილიზაციის გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი საერთაშორისო დაფინანსების სხვა შესაძლებლობების გამოყენება და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 31, 2022

თემაზე

ნოემბერი 21, 2023

EU4Dialogue საქართველოს ოფისში პროექტის ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

ნოემბერი 16, 2023

Eurochambres: EU4BCC აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა დასაკავშირებლად ღონისძიებას მართავს

ნოემბერი 13, 2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისა და მისი შედეგების შესაფასებლად საგრანტო კონკურსი ცხადდება

ნოემბერი 10, 2023

დაიწყო რეგისტრაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სამუშაო სივრცეში ჯვარედინი ღირებულებების დანერგვის ონლაინკურსზე

ნოემბერი 7, 2023

TruthTechThon: მიიღე მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ მედიაწიგნიერების ჰაკათონში 


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,