ადამოვიჩის სახელობის პრიზი თავისუფლების, სოლიდარობის და თანასწორობის ხელშეწყობისთვის: კანდიდატების წარდგენა უკვე შესაძლებელია 
ოქტომბერი 19, 2022

ადამოვიჩის სახელობის პრიზი თავისუფლების, სოლიდარობის და თანასწორობის ხელშეწყობისთვის: კანდიდატების წარდგენა უკვე შესაძლებელია 


„პაველ ადამოვიჩის სახელობის პრიზი 2022“ თავისუფლების, სოლიდარობის და თანასწორობის მხარდაჭერისას გამოვლენილი სიმამაცისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის გაიცემა. საერთაშორისო ორგანიზაციებს კანდიდატების წარდგენა 31 ოქტომბრამდე შეუძლიათ. 

ადამოვიჩის პრიზის მისაღებად კანდიდატი — პიროვნება ან ორგანიზაცია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან — აქტიურად უნდა ებრძოდეს შეუწყნარებლობას, სიძულვილის ენას და ქსენოფობიას.

კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ ევროპის რეგიონთა კომიტეტის წევრებს, ნებისმიერ ქალაქს ან რეგიონულ საბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ პრიზისთვის რელევანტურ სფეროებში. 

პრიზი პაველ ადამოვიჩის ცხოვრებისა და საქმიანობის პატივისცემის ნიშნად დაარსდა. პაველ ადამოვიჩი, რომელიც 2019 წლის 13 იანვარს მოკლეს, 1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ქალაქ გდანსკის მერი გახლდათ. მკვლელობამდე პერიოდში ადამოვიჩის წინააღმდეგ გაძლიერებულად გამოიყენებოდა სიძულვილის ენა. პრიზი ასევე დაარსდა ყველა იმ ადამიანის დასაფასებლად, რომლებიც შეუპოვრად და კეთილსინდისიერად იბრძვიან შეუწყნარებლობის, სიძულვილის ენის, ჩაგვრის თუ ქსენოფობიის წინააღმდეგ და თანაბარი შესაძლებლობების, სოციალური ინტეგრაციის და ფუნდამენტური უფლებების მხარდასაჭერად.

კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 ოქტომბერი. 

დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის იანვარში გაიმართება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,