ADAMI მედია პრიზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო
სექტემბერი 24, 2021

ADAMI მედია პრიზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო


დაიწყო განაცხადების მიღება კონკურსზე ADAMI Media Prize კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში. კონკურსზე მიიღება წარმოებაში არსებული და კულტურული მრავალფეროვნების თემებზე შესრულებული ვიდეომასალა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნიდან. 

კერძოდ, ADAMI მედია პრიზის კონკურსზე დაიშვება ისეთი მიმდინარე პროექტები, როგორებიცაა დოკუმენტური ფილმები, საინფორმაციო რეპორტაჟები, სატელევიზიო ფილმები, ონლაინ ვიდეორგოლები ან სატელევიზიო შოუები. კონკურსის მონაწილეებს პოტენციურ თანაპროდიუსერებთან ან ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემათ. 

საერთაშორისო ჟიური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში საჩვენებლად რვა პროექტს შეარჩევს. შერჩეული პროექტების სია 2021 წლის 25 ოქტომბერს გამოქვეყნდება. მოგვიანებით მათგან ორ გამარჯვებულს გამოავლენენ. ერთ გამარჯვებულ პროექტს სტუდიაში მყოფი ჟიური 10 დეკემბრის სატელევიზიო გადაცემის დროს შეარჩევს, ხოლო მეორე გამარჯვებული ADAMI მედია პრიზის ვებსაიტზე მაყურებელთა მიერ მიცემული ხმებით გამოვლინდება. ხმის მიცემა 1 ნოემბერს დაიწყება.

ADAMI მედია პრიზი 2015 წელს დაარსდა. მისი მიზანი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოღვაწე  რეჟისორების, ჟურნალისტების და აუდიო-ვიზუალური მედია პროფესიონალების წახალისებაა მიგრაციის, ტოლერანტობის და კულტურული მრავალფეროვნების საკითხების პოპულარიზაციისთვის. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება ექვსი მონაწილე ქვეყნის ტელეკომპანიებს და აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ავტორებს შეუძლიათ. გამარჯვებულებად გამოვლინდება პროექტები, რომლებიც კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ თემებზე გადაღებულ საუკეთესო სატელევიზიო, კინო თუ ონლაინ პროგრამებს წარმოადგენენ.

პრიზების გაცემის გარდა, ADAMI აწყობს ღონისძიებებს, რომელთა მიზანიც  აღმოსავლეთ ევროპის და ევროკავშირის ქვეყნების მედიის სფეროს პროფესიონალების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოცდილების ურთიერთგაზიარების ხელშეწყობაა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 27, 2021

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,