”ფოშ-ბარი” – სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ახალი გემოები გორიდან
ოქტომბერი 13, 2020

”ფოშ-ბარი” – სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ახალი გემოები გორიდან


სოფიო ნოზაძე ქალაქ გორში ცხოვრობსთბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგმშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა.

სოფომ ამჟამად ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობა წამოიწყო პარტნიორ მარიამ თურაზაშვილთან ერთად. კერძოდ, გორში, სტალინის #48-ში არსებულ სივრცეში, სახელწოდებითფოშ“, გოგონები ძალიან გემრიელ პროდუქტებს ქმნიან: ბურგერსსპეციალურად მათთვის შექმნილი სპეცსოუსებითა და მენიუთი, ასევე სენდვიჩებს, ვრაპებს, სხვადასხვა სახის სალათსა და კოქტეილებს. გუნდი ცდილობს დღეს არსებულ მოთხოვნებს ფეხი აუწყოს და როგორც გორის მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის შექმნას გემოები, რომელთა მარტივად დავიწყება შეუძლებელია.

სოფოსთვის ბიზნესიდეის წინაპირობა პროექტიევროკავშირი ახალგაზრდებისთვისდა სამეწარმეო სკოლა გახდა.

როგორც სოფო ამბობს, ახალი ცხოვრების დასაწყისი სამეწარმეო სკოლას უკავშირდება: „პროექტის შესახებ ჩემი სამსახურიდან შევიტყვე, მე თვითონ ვაწვდიდი ახალგაზრდებს ამ ინფორმაციას გორის მერიის საინფორმაციო საშუალებებით. დავფიქრდი, რომ შესაძლებელი იყო მეც მიმეღო მონაწილეობა და შევავსე განაცხადი, სიახლე ნამდვილად მჭირდებოდა და ახალი შესაძლებლობის გამოყენებაზე უარი ვერ ვთქვი. პროექტში სხვა ბიზნესიდეით მივედი, რომელიც შედარებით მეტ ფინანსურ მხარდაჭერასა და რესურსს საჭიროებდა, განხილვისა და შეთავაზებების შედეგად კი მივედით დასკვნამდე, გაგვეხსნა ბურგერბარი, რომელიც სასიამოვნო სიახლე იქნებოდა ქალაქისთვის“.  

  • Sophio Nozadze
  • Serving up posh burgers in Gori, with EU4Youth support
  • Serving up posh burgers in Gori, with EU4Youth support
  • Sophio Nozadze serves burger cooked in her burger-shop
  • Serving up posh burgers in Gori, with EU4Youth support
  • Serving up posh burgers in Gori, with EU4Youth support
  • Serving up posh burgers in Gori, with EU4Youth support

სოფოსბურგერბარისიდეის შემდეგ ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს. როგორც ამბობს, პანდემიის პირობებშიც კი ბიზნესის ირგვლივ არსებული სამუშაოები მაინც ბოლომდე მიიყვანეს, რაშიც პროექტი ძალიან დაეხმარათ. „ბევრი რამ ვისწავლე, კიდევ უფრო მეტად დავხვეწე ფინანსები, მარკეტინგული გათვლები, რისკფაქტორების ანალიზი“.

ბურგერბარმასოფოსა და მისი პარტნიორის ცხოვრება დადებითისკენ შეცვალაახლა ბიზნესპარტნიორებს უფრო მეტად დატვირთული რეჟიმი და გამოწვევებით სავსე ყოველდღიურობა აქვთ: „პროექტის მსვლელობა მთლიანობაში ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით კულმინაცია, როცა ცდილობ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში აამუშავო. ეს საინტერესო გამოწვევაა, ადრენალინია, როცა ცოტა გეშინია, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავში პოულობ ძალას, და ყველაფერი გამოდის, გამოგდის სხვა ადამიანების თანადგომით – „სამეწარმო სკოლის გუნდი დღემდე აქტიურად მიდგას მხარში. მათთან ერთად, მათსავე კონსულტაციებით დამუშავდაფოშ ბარისბიზნესგეგმა. ყველაზე მთავარი მხარდაჭერა ჩემთვის, როგორც დამწყები მეწარმესთვის, მენტორთან დაკავშირება გახლდათ. ჩემი მენტორი გამოცდილი, შეფმზარეული საბა იჩქიტიძე იყო, რომელიც მენიუს შექმნაში დაგვეხმარა და დასამზადებელი პროდუქციის რეცეპტები გაგვიზიარა.

სოფო ფიქრობს, რომ საქმის დაწყებისას მთავარი მონდომება და სურვილია. როგორც ამბობს, გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის, მაგრამ თუ მოინდომებ და საჭირო დროსა და ენეგიას მოახმარ საქმეს, იგი აუცილებლად გამოვა.

  • Sophio Nozadze
  • Sophio Nozadze
  • Serving up posh burgers in Gori, with EU4Youth support
  • Serving up posh burgers in Gori, with EU4Youth support
  • Serving up posh burgers in Gori, with EU4Youth support
  • Sophio Nozadze
  • Serving up posh burgers in Gori, with EU4Youth support

ბურგერბარისდამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ძნელია დააკონკრეტო ზუსტად ის, რაც წარმატების წინაპირობააა, თუმცა არის რაღაცები, რაც მას განაპირობებს: დაგეგმვა, კომუნიკაცია, ხარისხი, კომპლექსური ერთიანობა და რაც მთავარია, სურვილი, შექმნა და განავითარო ბიზნესი ისე, რომ ბედნიერება მიანიჭო არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მომხმარებლებსაც.

სტატია შექმნილია პროექტისევროკავშირი ახალგაზრდებისთვისახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებშიფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტიევროკავშირი ახალგაზრდებისთვისახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,