აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროკავშირი მუშაობს ქალთა უფლებების დასაცავად და მათ გასაძლიერებლად საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის. ეს ინფოგრაფიკა ასახავს, თუ როგორ ახორციელებს ევროკავშირი რეალურ ცვლილებებს საქართველოში, რაც ხდება ბიზნესში მყოფი ქალების გაძლიერებით, ხარისხიანი განათლების შესაძლებლობის უზრუნველყოფით და სამართლიანი საზოგადოების ხელშეწყობით.
ინფოგრაფიკა ხელმისაწვდომია ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე.
რა კეთდება
გენდერული პრობლემატიკის გათვალიწინება საჯარო პოლიტიკის ყველა საკითხში და გენდერზე დამყარებული სტატისტიკის წარმოება
ანტი-დისკრიმინაციული და ოჯახური ძალადობის საწინააღმდეგო კანონების მიღება და ცხოვრებაში გატარება
ადგილობრივი ბანკების საშუალებით სესხების გაცემა კომპანიებზე, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ
მრავალი სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამის შეთავაზება ევროპის მასშტაბით პროგრამის ერაზმუს+ საშუალებით
ახალგაზრდა ქალების უფრო აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერა პროგრამის EU4Youth საშუალებით.
ქალები ბიზნესში
ევროკავშირი მხარს უჭერს მეწარმე ქალებს საქართველოში პროგრამის ქალები ბიზნესში საშუალებით, რომელსაც ახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). პროგრამის საშუალებით გაწეული მხარდაჭერა მოიცავს ბიზნეს-რეკომენდაციებს, ტრენინგებს და მენტორობას ქალების ხელმძღვანელობით მართული კომპანიებისთვის, ასევე დაფინანსებას ადგილობრივი ბანკებისთვის გამოყოფილი სპეციალური საკრედიტო ხაზების საშუალებით.
2019 წელს ევროკავშირის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამით საქართველოში 919-მა მეწარმე ქალმა მთლიანობაში 76 მილიონი ევროს ოდენობის სესხი მიიღო, ხოლო 84-მა მიიღო გრანტები, რომელთა საერთო ოდენობა 500,000 ევრომდეა. 8,5000-ზე მეტმა ქალმა ისარგებლა საკონსულტაციო მომსახურებით. მხარდაჭერილი კომპანიების ბრუნვა 100 მილიონ ევროზე მეტით გაიზარდა, და ამ მხარდაჭერის შედეგად შეიქმნა 7,895 ახალი სამუშაო ადგილი.
„მათი მხარდაჭერით შევძელით ჩვენი შემოსავლების სტაბილიზაცია და ბიზნეს-გეგმის შემუშავება დაბალპროცენტიანი სესხის მისაღებად“. თბილისში მდებარე საკუთარი თვალის კლინიკა თეკლა მამაგეიშილმა პროექტის ქალები ბიზნესში მხარდაჭერით გააფართოვა.
გაიგეთ, თუ როგორ შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება www.ebrdwomeninbusiness.com
გარდა ამისა, EU4Business ინიციატივის ფარგლებში მეწარმე ქალებისთვის საქართველოში არაერთი სხვა სახის დაფინანსება და საკონსულტაციო მომსახურებაა ხელმისაწვდომი. გაიგეთ მეტი www.eu4business.eu/georgia
შესაძლებლობები ახალგაზრდა ქალებისთვის
ერაზმუს+
პროგრამის ერაზმუს+ საშუალებით ევროკავშირი საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალებს ევროპაში გაცვლითი შესაძლებლობების უდიდეს არჩევანს სთავაზობს.
პროგრამის ერაზმუს+ შესაძლებლობები მოიცავს შემდეგს:
პროგრამა ერაზმუს+ საქართველოში: პასუხი თქვენს ყველა კითხვაზე: https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/cards/erasmus-georgia
EU4Youth
„როდესაც დაფინანსება მივიღე, მქონდა იდეა, მაგრამ არ მქონდა გამოცდილება და უნარები. სამეწარმეო სკოლა სწორედ ამაში დამეხმარა“. პროგრამის EU4Youth მხარდაჭერით ციცი შენგელიამ თავისი ჰობი – ხეზე მუშაობა ბიზნესად აქცია.
სამართლიანი საზოგადოება
პანდემიის პასუხად ევროკავშირი აფინანსებს პროექტს, რომლის მიზანია „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში“. პროექტი ახორციელებს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, აუმჯობესებს ოჯახური ძალადობის სამთავრობო სამსახურების ინფორმირებულობას და თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან რეაგირების გეგმების შემუშავებაზე.
მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში 4,000-ზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა მობილური აპლიკაცია 112 საქართველო, აღჭურვილი SOS ღილაკით, რომელიც დაუყოვნებლივ უგზავნის პოლიციას სასწრაფო შეტყობინებას.
„ამ პროექტმა უდიდესი იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება გამიწია და დღეს ვარ უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე,“ მარიამ დალაქიშვილი, ბენეფიციარი
EU4Gender Equality
ეს რეგიონული პროგრამა, დაფინანსებული ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში, მიზნად ისახავს თანაბარი უფლებების და შესაძლებლობების განმტკიცებას ქალებისა და მამაკაცებისთვის; ეს ხდება სოციალური წარმოდგენების შეცვლით გენდერული როლების შესახებ, გენდერული სტერეოტიპების პრობლემის მოგვარებით და მამაკაცების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის აღებით ბავშვებზე ზრუნვასა და სხვა საოჯახო საქმეებში.
საქართველოში პროექტმა განახორციელა სოციალური მედია-კამპანია საზოგადოების ყურადღების გამახვილების მიზნით მამობის გამოცდილებაზე, დაწყებული პრენატალური სტადიიდან, და ჩვილობის და ადრეული ბავშვობის ასაკის ჩათვლით.
იხილეთ მეტი: EU4Gender Equality: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში