CSO METER: სამოქალაქო საზოგადოების გარემოს შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო 2020)
დეკემბერი 31, 2020

CSO METER: სამოქალაქო საზოგადოების გარემოს შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო 2020)


წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს 2019 წელს შემუშავებული სამოქალაქო საზოგადოების შეფასების (CSO Meter) განახლებულ ვერსიას, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების (CSO) ფუნქციონირების ხელშემწყობი გარემოს შეფასება საქართველოში.

CSO Meter არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს შესაფასებლად შემუშავებული ინსტრუმენტი. ის შედგება სტანდარტების და ინდიკატორების ნაკრებებისგან 10 განსხვავებულ სფეროში, რომლებიც აფასებს როგორც კანონებს, ისე პრაქტიკას.

CSO Meter შემუშავებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „Monitoring Progress, Empowering Action“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი არაკომერციული კანონის ევროპის ცენტრი (European Centre for Not-for-Profit Law Stichting) და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. საქართველოში პროექტის პარტნიორია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI). განახლება მომზადებულია საკანონმდებლო აქტების და სხვა მასალების, მათ შორის ექსპერტებთან ინტერვიუების საშუალებით. ანგარიშში ასახულია ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება CSO Meter-ის 10 სფეროში და წარმოდგენილია ძირითადი პრიორიტეტები გაუმჯობესებისთვის.

ჩამოტვირთვა



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,