ვაზის ენდემური ჯიშების დასაცავად ევროკავშირი საქართველოს ეკრანული სათბურების შექმნაში ეხმარება
თებერვალი 26, 2021

ვაზის ენდემური ჯიშების დასაცავად ევროკავშირი საქართველოს ეკრანული სათბურების შექმნაში ეხმარება


ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, საქართველოში უმაღლესი სტანდარტის ორი ეკრანული სათბური აშენდა. პროექტი პროგრამა EU4Business-ის ფარგლებში განხორციელდა. 

საქართველოში არსებული ხეხილის და ენდემური ვაზის ჯიშების დასაცავად მთლიანობაში 800მ² ფართობის ტერიტორია გამოიყო. მასზე გაშენებული ეკრანული სათბურები სოფელ ჯიღაურას კვლევითი სადგურის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის პირობებს გააუმჯობესებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სათბურებში დაცული  ყურძნის სასუფრე ჯიშებისა და ხეხილის ევროპული სახეობები მწერებით გავრცელებული ვირუსებისგანაც სრულად იზოლირებულნი იქნებიან.

დროთა განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი გასამრავლებელი მასალის კერძო სექტორისთვის გადაცემასაც დაიწყებს. ამის შედეგად კი კერძო სანერგეები ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ხარისხიანი სერტიფიცირებული ნერგების  მიყიდვას შეძლებენ.

“ახალი ეკრანული სათბურები ქართველი ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ნერგების ხარისხს გააუმჯობესებს. ეს კი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდისა და ევროსტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირების სისტემის შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, — განაცხადა FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.

ევროკავშირი და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ქვეყანას სერტიციფირების ისეთი სისტემის შექმნაში ეხმარებიან, რომელიც საქართველოში წარმოებული სათესლე და სანერგე მასალის ხარისხსა და ფიტოსანიტარულ პირობებს გააუმჯობესებს. ეს კი, თავის მხრივ, ქართული სანერგეების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. 

სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა 2020 წელს საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია (GEOSSA), რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორის დაინტერესებულ მხარეებს მთავარ ამოცანათა გარშემო აერთიანებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზ

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,