„ვაქცინას მიიღებენ ისინი, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ“ — ევროკავშირი და ჯანმო საქართველოში ვაქცინაციის პროცესს შეუწყობენ ხელს 
თებერვალი 19, 2021

„ვაქცინას მიიღებენ ისინი, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ“ — ევროკავშირი და ჯანმო საქართველოში ვაქცინაციის პროცესს შეუწყობენ ხელს 


ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი ერთობლივად იწყებენ ფართომასშტაბიან ინიციატივას, რომლის მიზანიც საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ჩამოტანისა და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობაა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს. ინიციატივა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა ფაზას  მოიცავს და ქვეყანას რუტინული იმუნიზაციის სისტემის გაძლიერებაში დაეხმარება.

სამწლიან ინიციატივას ჯანმო განახორციელებს. საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ხუთი ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად ევროკავშირმა 40 მილიონი ევრო გამოყო. თანხა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მზადების და ვაქცინების გადანაწილების პროცესებს მოხმარდება.

„COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისას ჩვენს საერთო ძალისხმევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ვაქცინაციის კამპანიის სწორ ორგანიზებას ენიჭება“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, — „ეს ინიციატივა ვაქცინაციის კომპლექსური პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რათა ქვეყანაში შემოსული ვაქცინების ეფექტიანად გამოყენება მოხერხდეს. მიზანი ისაა, რომ ვაქცინებმა იმ ადამიანებამდე მიაღწიოს, რომელთაც ვაქცინაცია ყველაზე მეტად სჭირდებათ“.

პირველ ეტაპზე დაფინანსება ვაქცინაციისთვის მზადებისა და ვაქცინების შემოტანის პროცესის ხელშეწყობას მოხმარდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებს, როგორიცაა დაგეგმვა, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის შეძენა, ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგები და საინფორმაციო კამპანიები.  

პროექტი აგრძელებს ევროკავშირსა და ჯანმოს შორის მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის მიზანიცაა, დაეხმაროს ქვეყნებს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ამ თანამშრომლობის ნაწილია 35 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ინიციატივა, „ევროკავშირის სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“. ინიციატივა პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება.
 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს ვაქცინაციის პროცესისთვის მომზადებაში დაეხმარებიან

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,