„შემოქმედებითი ევროპა“ მხატვრული თარგმანების გამოქვეყნების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს
ივნისი 18, 2021

„შემოქმედებითი ევროპა“ მხატვრული თარგმანების გამოქვეყნების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს


პროგრამამ, „შემოქმედებითი ევროპა“, ევროპული მხატვრული ტექსტების გავრცელების მხარდასაჭერად კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსი, რომლის ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა, მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც თარგმნიან, გაავრცელებენ და პოპულარიზაციას გაუწევენ მინიმუმ ხუთ მხატვრულ ტექსტს (რომანს, პოეზიის კრებულს, კომიქსებს და ა. შ.).

„შემოქმედებით ევროპის“ სხვადასხვა ქვეყანაში — მათ შორის საქართველოში —  არსებულ ორგანიზაციებს განაცხადების შეტანა როგორც ინდივიდუალური განმცხადებლის,  ასევე მინიმუმ ორი უფლებამოსილი ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმის წევრის სტატუსით შეუძლიათ.

მსურველებს განაცხადების შეტანა სხვადასხვა ზომის პროექტების და განსხვავებული რაოდენობის წიგნების თარგმნისთვის დაფინანსების მისაღებად შეუძლიათ. ეს შეიძლება იყოს:

  • მცირემასშტაბიანი პროექტები, რომელთაც ათამდე წიგნის სათარგმნელად 100,000 ევრომდე დაფინანსების მიღება სურთ;
  • საშუალომასშტაბიანი პროექტები, რომელთაც ოცამდე წიგნის სათარგმნელად 200,000 ევრომდე დაფინანსების მიღება სურთ;
  • მსხვილმასშტაბიანი პროექტები, რომელთაც მინიმუმ 21 წიგნის სათარგმნელად 300,000 ევრომდე დაფინანსების მიღება სურთ.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესატანად ეწვიეთ ვებსაიტს.

„პროგრამამ, შემოქმედებითი ევროპა 2021-2027, პირველი კონკურსები გამოაცხადა



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,