„შავი ზღვა ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთისგან კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს“, — ევროკავშირის ელჩი ფოთს ეწვია
ივლისი 2, 2021

„შავი ზღვა ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთისგან კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს“, — ევროკავშირის ელჩი ფოთს ეწვია


25 ივნისს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ფოთს ეწვია. ელჩმა ეს დღე პირადად მიულოცა მეზღვაურებს და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის — ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის სტუდენტებს.

„შავი ზღვა ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთისგან კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის შავი ზღვით სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება პრიორიტეტად დასახა.  ეს არის პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელსაც ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს“, — აღნიშნა კარლ ჰარცელმა, — „გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს აზიისა და ევროკავშირის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი. სწორედ ამის გამო, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მდგრად, წესებზე დაფუძნებულ და უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირების დამყარებასა და გაძლიერებას“.

ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი გრანტებით აშენდა — ან შენების პროცესშია — აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული მაგისტრალის 156 კმ. სიგრძის მონაკვეთი. გარდა ამისა, წელს ევროკავშირმა საქართველოს რკინიგზასთან ერთად ახალი პროექტის განხორციელებაც დაიწყო. მისი მიზანი ამ სექტორის უსაფრთხოების გაძლიერება და საოპერაციო თავსებადობის გაუმჯობესებაა, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო კვანძის, მიმზიდველობას. 

ევროკავშირი ხელს უწყობს საზღვაო სექტორში უსაფრთხოების, განათლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. „ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები მსოფლიოში უკვე აღიარებულია. ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ დასაქმდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. სამუშაო პირობები უფრო უსაფრთხო, ხოლო საქართველოს საზღვაო სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება“, — აღნიშნა ელჩმა ჰარცელმა.

ევროკავშირის ექსპერტები ქართველ კოლეგებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის პირველი სტრატეგიის მომზადებაშიც დაეხმარნენ. ამჟამად ევროკავშირი და საქართველო რეგულარული სატვირთო საბორნე კავშირების განვითარებაზე და საქართველოს პორტებში ენერგოეფექტიანობის დონის ამაღლებაზე თანამშრომლობენ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,