„საქმდება ის, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს“ — ევროპის განათლების ფონდმა საქართველოს შრომის ბაზარი გამოიკვლია
თებერვალი 26, 2021

„საქმდება ის, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს“ — ევროპის განათლების ფონდმა საქართველოს შრომის ბაზარი გამოიკვლია


მრეწველობაში, მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში არსებული სამუშაო ადგილები ყველაზე მეტად დგას ავტომატიზაციის და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის რისკის ქვეშ, ნათქვამია ევროპის განათლების ფონდის მიერ 24 თებერვალს გამოქვეყნებულ კვლევაში, „ცვალებადი უნარები ცვალებად სამყაროში“. ევროპულ სამეზობლოში ამ სახის კვლევა პირველად ჩატარდა. ანგარიშში პროფესიულ კვალიფიკაციასთან და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული ის საერთო ტენდენციები და ცვლილებებია გაანალიზებული, რომლებიც გარდამავალი ეკონომიკის და განვითარებადი ქვეყნების შრომის ბაზრებზე  შეინიშნება.

ევროპის განათლების ფონდის საქართველოში მომუშავე მკვლევრები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დასაქმების სფეროში სულ უფრო იზრდება ნაპრალი მაღალი და დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელს შორის.  იმისთვის, რომ ქვეყანამ  გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს და მომავლის საჭიროებებზე მორგება შეძლოს, ინვესტიციები ციფრულ ინფრასტრუტურაში და განათლების სისტემების გარდაქმნაში უნდა ჩაიდოს. 

„ტრადიციულად, მუშახელი მიდიოდა იქ, სადაც დამსაქმებლის პოვნა შეეძლო. თუმცა გლობალიზაციის ეპოქაში უკვე დამსაქმებლებს გადააქვთ საკუთარი ბიზნესი იქ, სადაც მუშახელის პოვნა შეუძლიათ. დღეს უმეტესწილად საქმდება ის, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს — მათ საცხოვრებელ ადგილს კი სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. კვალიფიკაცია შრომის ბაზრების მამოძრავებელი ძალა ხდება“, — განაცხადა ევროპის განათლების ფონდის დირექტორმა, ჩეზარე ონესტინიმ.  

ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის სამეზობლოში დასაქმებულ ადამიანთა 20% იმ პოზიციაზე მუშაობს, რომლისთვისაც ზედმეტად კვალიფიცირებულია. ამასთან, ხშირად მათი უნარები დამსაქმებლების მოთხოვნებს არ შეესაბამება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მთავრობა და კომპანიები თავიანთ თანამშრომლებს ცვლილებებთან მორგებაში უნდა ეხმარებოდნენ, რისთვისაც მათ კვალიფიკაციის ამაღლების და შეცვლის საშუალება უნდა მისცენ. ამ გზით ქვეყანა არ დადგება ისეთი სიტუაციის წინაშე, როცა მუშახელის ერთი ნაწილი ცვლილებებისთვის მზად არის, ხოლო მეორე — არა. 

კვლევა ამ შეუსაბამობის გადაჭრის და ცვალებად გარემოსთან მორგებისთვის საჭირო რეკომენდაციებსაც იძლევა: საჭიროა განათლების სისტემის რესტრუქტურიზაცია, სწავლიდან მუშაობაზე გადასვლის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა და მეტად ვიწრო სპეციალიზაციებზე ფოკუსირება.  

ევროპის განათლების ფონდი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში განათლების, ტრენინგის და შრომის ბაზრის სისტემების რეფორმირებას უჭერს მხარს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ანგარიში: ცვალებადი უნარები ცვალებად სამყაროში

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,